ყიფიანი  არჩილ ერმალოს ძე
ყიფიანი არჩილ ერმალოს ძე

ყიფიანი არჩილ ერმალოს ძე (28. VII. 1952, მაიაკოვსკის რაიონის დაბა მაიაკოვსკში, ამჟამად ბაღდათი), მათემატიკოსი. თსუ-ის ასისტენტ პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1998).  წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1975). მუშაობდა ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტში, მათ. ლოგიკისა და ალგორითმების თეორიის განყ-ბის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1976-1980). იყო ამავე ინს-ტის დისკრეტული მათ. განყ-ბის უმცროსი (1988-1998) და უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1998-2006). ის იყო თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2006-2009), შემდეგ არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის, მათ. და კომპიუტერულ მეცნ. დეპარტ. ინტერდისციპლინური მიმართულება - „მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურების“ კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2009-დან). ყ. ა.-ს შრომები ეხება უსასრულო სიმრავლეთა თეორიის კომბინატორულ საკითხებს, კერძოდ უსასრულო ასიმეტრიულ ხეებს, თვლად და კონტინუუმის სიმძლავრეებს შორის მოთავსებულ კარდინალთა და მონოუნარული ალგებრების ავტომორფიზმთა ჯგუფების სიმძლავრეთა დახასიათებებს. ჯგუფის, გრაფის ავტომორფიზმთა ჯგუფით წარმოდგენას და სხვ.