ყიფიანი შალვა იაკინთეს ძე
ყიფიანი შალვა იაკინთეს ძე

ყიფიანი შალვა იაინთეს ძე (27.VIII.1912, ობჩა, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპ.– 5.II.1994, თბილ.), გეომორფოლოგ-გეოგრაფი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1941). დაამთავრა თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის გეოგრ. გან-ბა (1933). გაიარა ასპირანტურის კურსი თსუ-ში პროფ. ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით (1934-1937). აქვე ეწეოდა პედ. და სამეცნ.-კვლევით მუშაობას თსუ-ში (1934-1941). II მსოფლიო ომის დაწყების გამო, იგი გაიწვიეს შეიარაღებულ ძალებში (1942-1945). დემობილიზაციის შემდეგ, მუშაობა გააგრძელა თსუ-ში და დაიწყო ლექციების კითხვა საქართვ. და კავკასიის გეომორფოლოგიაში, სსრკ გეომორფოლოგიაში, რელიეფის ფორმათა სისტემატიკაში, კარსტოლოგიასა და გეომორფოლოგიის კვლევის მეთოდებზე (1946-დან). შეთავსებით მუშაობდა ვახუშტის სახ. გეოგრ. ინ-ტში სწავლულ მდივნად (1946), შემდეგ დირექტორის მოადგილედ სამეცნ. დარგში (1947-1951), კარსტოლოგია-სპელეოლოგიის ლაბორ. ხელმძღვანელად (1958-1975). ამავდროულად იყო საქართვ. გეოგრ. საზ-ის სწავლული მდივანი (1938-1941), თავ-რის მოადგილე სამეცნ. დარგში (1946-1950). ყ.შ.–მ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „შაორის გამოქვაბულის გეომორფოლოგიური დახასიათებისათვის“ (1941). ყ.შ.–ს გამოქვეყნებული ჰქონდა 160-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მისი სამეცნ.-კვლევითი მუშაობის ძირითადი ინტერესი იყო: საქართვ. კარსტული რელიეფის შესწავლა, კარსტოლოგიის თეორიული საკითხები, აგრეთვე გეოგრ. მეცნ. და განათლების ისტორიის საკითხები. აღსანიშნავია მისი წვლილი საქართვ. გეოგრ. სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნა-გაუმჯობესებაში. ყ.შ. ხელმძღვანელობდა ვახუშტის სახ. გეოგრ. ინ-ტის ახალგაზრდა მეცნ.-მუშაკთა სამეცნ. სემინარს (1960-1977). დაჯილდოებული იყო სსრკ გეოგრ. საზ-ბის სამეცნ. საბჭოს საპატიო სიგელით. მინიჭებული ჰქონდა სსრკ სახელმწ. პრემია (1977), საქართვ. უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984), ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (1976). არჩეული იყო სსრკ გეოგრ. საზ-ების საპატიო წევრად (1985).

თხზ.: ყიფიანი, შ. (1957). ნარკვევები გეოგრაფიული მეცნიერებისა და განათლების შესახებ საქართველოში. ნარკვ. 1, თბ., ყიფიანი, შ. (თანაავტორი). (1966). საქარველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ.; ყიფიანი, შ. (1974). საქართველოს კარსტი. ტ. 1, თბ.; ყიფანი, შ. (თანაავტორი). (1985). საქართველოს სსრ ფიზიკური გეოგრაფია. სახელმძღვანელო VII კლასისათვის, თბ., განათლება; ქართული ენციკლოპედია. ტ. 10. (1985), გვ. 656; ყიფიანი, შ. (თანაავტორი). (1985). საქართველოს სსრ ფიზიკური გეოგრაფია. სახელმძღვანელო VII კლასისათვის, თბ., განათლება; ირემაძე, ა. (1987). ნაომარი მეცნიერები. თბ., გვ. 222-225; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ.  (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 267-268, ISBN 9992806982.