-
ავტორი
- კატეგორიები: ენდოკრინოლოგი
ყიფიანი მარინა (18.IX.1962, თბილისი). წარჩინებით დაამთავრა საქართვ. ტექ. უნ-ტის ქიმია-მეტალურგიის ფაკ-ტი მასალათმცოდნეობის სპეციალობით (1984). უნ-ტში იყო სახელობითი სტიპენდიანტი. იმავე წელს ჩაირიცხა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის მეტალურგიის ინ-ტის ასპირანტურაში, რ-იც წარმატებით დაამთავრა (1988), ხოლო სადოქტორო დისერტაციის დაცვა ვერ მოხერხდა ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტ. ვითარებიდან გამომდინარე (კერძოდ, შეჩერებული იყო სამეცნ. საბჭოს ფუნქციონირება). ამ პერიოდში ასევე მუშაობდა სტუ-ს #12 კათერდაზე მეცნიერ თანამშრომლად. წარმატებით დაამთავრა სამედ. უნ-ის სამკურნალო ფაკ-ტი (1992-1997), დაამთავრა სამედ. აკადემიის რეზიდენტურა და მიენიჭა ექიმი ენდოკრინოლოგის კვალიფიკაცია (2004). მუშაობდა პრაქტიკოს ექიმად და ხელმძღვანელ თანამდებობებზე როგორც ჯანდაცვის სამინისტროში (მინისტრის მრჩევლად), ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედ. დეპარტ. ექიმ-სპეციალისტად (1997-2009). მუშაობს სსსპ ინ-ტის ,,ოპტიკა“-ში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად და განყ-ბის უფროსის მოადგილედ (2011-დან). თავიდან გაიარა სტუ-ს დოქტორანტურის კურსი (2011-2017) და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მასალათმცოდნეობის მიმართულებით (2017). მონაწილეობს საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში, არის რამდენიმე საერთაშ. სამეცნ. სტატიის ავტორი და თანაავტორი, მოპოვებული აქვს რუსთაველის ფონდის გრანტი და გავლილი აქვს გრძელვადიანი კვალიფიკაციის კურსი ესპანეთის UJI საერაშ. უნ-ტში საერთაშ. კონკურსში გამარჯვებულ სამეცნ, გუნდში, მათი ხელმძღვანელის, ივან მორა სეროს მიწვევით (2019). შემდეგ უკვე თვითონ წარმატებით წარადგინა საერთაშ. პროექტი ERC-2021-STG კონკურსზე (2021). ამჟამად მუშაობს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე აკად. ნოდარ კეკელიძის სახ. ნივთიერებათა კვლევის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ნივთიერებათა ფიზიკური თვისებების კვლევის განყ-ბაში მთავარ მეცნიერ მკვლევარად (2023-დან).