ყიფიანი გიორგი გიორგის ძე
ყიფიანი გიორგი გიორგის ძე

ყიფიანი გიორგი გიორგის ძე (26.IX.1959, თბილისი), ფსიქოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი (1981) და მეცნ. აკად. ფსიქოლ. ინ-ტის ასპირანტურა (1984); ფსიქოლ. მეცნ. კანდიდატი (1985). დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,განსხვავებული მოტივაციის პორობებში სოციალური განწყობების ჩამოყალიბების საკითხის შესახებ“ („Формирование социальных установок в условиях различной мотивации“, 1985). იყო დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის მეცნიერ - თანამშრომელი (1984), ფსიქოლ. ინ-ტის აღზრდის ფსიქოლ. ლაბორ. გამგე (1989) და სოც. ფსიქოლ. განყ–ბის  გამგე (1994). სხვადასხვა დროს საქმიანობდა ერთაშორისი ურთიერთობების კვლევის ცენტრში (1988) და ფსიქოლ. სასწავლო ინ-ტში მოწვეული ლექტორის პოზიციაზე (1988). კვლევით საქმიანობას ეწეოდა უცხოურ სამეცნ. ცენტრებში: იყო დიდი ბრიტანეთის კრენფილდის უნ-ტის მენეჯმენტის სკოლის (1996) და აშშ ფილადელფიის უნ-ტის უორტონის მენეჯმენტის სკოლის მეცნიერ - თანამშრომელი (1997). იყო ბრიტანეთის საბჭოსა (1996) და აშშ სამეცნ. გაცვლების საბჭოს სტიპენდიანტი(1996). ყ. გ. არის თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2008, 2014). ხელმძღვანელობდა ქართულ ჯგუფს INTAS საერთაშ. კვლევით პროექტებსა (1997, 2004) და GLOBE საერთაშ. კვლევით პროექტებში (1994, 2020). გამოქვეყნებული აქვს შრომები სოციალურ, განვითარების ფსიქოლოგიასა და არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის სფეროში. თანაავტორებთან ერთად არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი ქართულ და საერთაშ. პერიოდულ გამოცმებეში, მათ შორის: „Culture specific and cross-culturally generalizable implicit leadership theories: Are attributes of charismatic/transformational leadership universally endorsed?“ (The leadership quarterly 10 (2), 1999); „Cultural variation of leadership prototypes across 22 European countries“ (Journal of Occupational Organisational Psychology, 73, 2000); „Children’s knowledge, beliefs and feelings about the people who belong to different national and states groups“ (Children’s knowledge, beliefs and feelings about nations and national groups. Hove: Psychology Press, 2006); „The development of children’s subjective identifications with their own nations and states“ (Children’s knowledge, beliefs and feelings about nations and national groups. Hove: Psychology Press, 2006) და „Young children's evaluations of the ingroup“ (Social Development, Vol. 13, 2004).

თხზ.: ყიფიანი, გ. (2002). ეროვნული ხასიათი და განვითარება : საზოგადოებრივი და ორგანიზაციული კულტურა საქართველოში. თბ., არადანი; ყიფიანი, გ. (2020). იდეოლოგია, მორალი, იდენტობა. თბ., არადანი.