ყიფიანი ბარბარე ნიკოლოზის ასული (04.II.1879, ქუთაისი-1965, ბრიუსელი, ბელგია), ქართვ. ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, მრავალი ფუნდამენტური სამეცნ. ნაშრომის ავტორი, საფრ. სამედ. აკად. წევრი, ევროპაში მოღვაწე პირველი ქართვ. ფსიქო-ფიზიოლოგი. მან წარჩინებით დაამთავრა თბილ. წმ. ნინოს სასწავლებელი (1899). რამდენიმე წელი მუშაობდა ხონის წმ. მარიამის სასწავლებელში პედაგოგად. ჩაირიცხა ბრიუსელის უნ-ტის სამედ. ფაკ-ზე (1902). მონაწილებდა ბრიუსელში გამართულ ფიზიოლოგთა მეექვსე საერთაშ. კონგრესში (VIII.1904). ყ. ბ.-ს მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ეროვნებით პოლონელ პროფ. იოტეკოს, რ-მაც ახალგაზრდა მკვლევარს თავის ლაბორატორიაში დააწყებინა მუშაობა. იგი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ბრიუსელის უნ-ტში, იკვლევდა ადამიანის მეხსიერების სახეობათა განსაზღვრის ხერხებს, აღზრდის ფსიქოლ. საფუძვლებს, ტროპიზმს, ამბიდექსტრიას (ორივე ხელის ერთნაირად მომარჯვება) მოსწავლეთა შორის და სხვა. იყო ბრიუსელის უნ-ტის ჟურნ."Revue Psycholigique"–ის სწავლული მდივანი (1908-დან). მონაწილეობდა ფიზიოლ. და პედ. საერთაშ. კონგრესების მუშაობაში; მისი საინტერესო კვლევების შესახებ იწერებოდა ევროპულ, რუსულ და ქართულ პრესაში; სხვადასხვა ენაზე იბეჭდებოდა მისი შრომები, სტატიები ბროშურებისა და მონოგრაფიების სახით. დაჯილდოებულია სხვადასხვა ქვეყნის სიგელებით, ვერცხლისა და ოქროს მედლებით. იყო რამდენიმე სამეცნ. პრემიის ლაურეატი. ლექციებს კითხულობდა ბრიუსელის, ლიეჟის, პარიზისა და ჟენევის უნ-ტებში. წერდა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. გარდა სპეც. ფსიქოფიზიოლ. დისციპლინებისა, ბრიუსელის უნ-ტში ქართ. და რუს. სიტყვიერების კურსიც მიჰყავდა. მისი თაოსნობით ბრიუსელის საერთაშ. მუზეუმში დაარსდა მსოფლიოს ხალხთა ისტ. და ეთნოგრ. ქართ. სექცია (1910). გარკვეული პერიოდით იგი სამშობლოში დაბრუნდა. ეწოდა ნაყოფიერ პედ. და საზ.–კულტ. მოღვაწეობას. იყო ქართვ. სამხ. კავშირის; საქართვ. ხელოვნ. კავშირის; ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის დამხმარე წევრი (1917-1918). ასწავლიდა ფრანგულ ენას, თბილ. ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზიაში; ქალთა მე-5 გიმნაზიაში; იუნკერთა სამხ. სასწავლებელში. იყო თსუ-ის წიგნსაცავის გამგე და ა. შანიძის თანაშემწე; რუს. მიერ საქართვ. ოკუპაციის შემდეგ, ახ. ხელისუფლებისაგან უკიდურესად შევიწროებული, იძულებული გახდა კვლავ ბრიუსელში გახიზნულიყო (1921). მეორე მსოფლიო ომის დროს მან, როგორც ს. დადიანისა და მიურატების ქონების მეურვემ, ქართ. დამწერლობისა და კულტ. მკვლევარ მ. თარხნიშვილს შესთავაზა ნაანდერძევი სახსრებით (ფულითა და ნივთებით) დაეარსებინათ რომის კათოლ. მონასტერი. სადაც თავს მოიყრიდა ქართ. კულტ. ძეგლები. ამ სამონასტრო შენობაში განთავსდა ქართ. უნიკალური ექსპონატები, ხელნაწერები, კონსტანტინეპოლის ქართ. კათოლ. მონასტრიდან წამოღებული დოკუმენტები; ჩამოყალიბდა ქართ. არქივი; ქართ. კათოლ. სას. სემინარია, რომლის რექტორიც მ. თარხნიშვილი გახდა. საზღვარგარეთ მოღვაწე ქართვ. მეცნ. დამსახურებით ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ უმაღლ. განათლება ევრ. უნ-ტებში მიიღო.
ლიტ.: ჯოლოგუა, თ. (2002). დიმიტრი ყიფიანი (1830-1860). თბ., გვ. 45-49.; მთვარელიძე, მ. (2002). ყიფიანები. თბ., გვ. 69-74; საქართვ. ეროვნ. არქივი, პ. მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 5ა.