ყიასაშვილი ნიკო  ალექსანდრეს ძე
ყიასაშვილი ნიკო ალექსანდრეს ძე

ყიასაშვილი ნიკო ალექსანდრეს ძე (08.VII.1926, თბილისი-14.III.1996), ლიტერატურისმცოდნე, მთარგმნელი. თსუ-ში მიიღო ფილოლოგიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (1977);  გახდა თსუ-ის პროფესორი (1979); იყო შექსპირის საერთაშ. ასოციაციის საპატიო წევრი და ამავე კომისიის აღმასრულებელი კომისიის წევრი (1971); თსუ-ის ინგლ. ენის კათედრის გამგე (1970-1981); საზღვარგარეთის თანამედროვე ლიტ. პროცესების სამეცნ.-კვლ. ლაბორ. ხელმძღვ. (1980 წლიდან).  ინგლ. ფილოლოგიის კათედრის გამგე (1984 წლიდან). ყ. ს.-ის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა: ინგლ. რენესანსი და თანამედროვე ინგლ. ლ-რა და თეატრი. მას ეკუთვნის ნაშრომები: „შექსპირი“ (1959) და „შექსპირის სამყაროში“(1966); „ჯეიმს ჯოისის ცნობიერების ნაკადის მეთოდის ზოგიერთი თავისებურება“(1971); „შექსპირი და მეოცე საუკუნის ინგლისური ლიტერატურა“ (1973), რ-იც რუსულ და გერმანულ ენებზე ითარგმნა (1974); ასევე დაიბეჭდა „კლასიკის ადაპტაციის პრობლემა“ (1975); მოგვიანებით  კი - „ნესტორის ეპიზოდი როგორც „ულისეს“ პარადიგმა“ (1978),  ეს უკანასკნელი გერმანულ ენაზეც არის თარგმნილი. ნიკო ყ. ნ.-ს თარგმანებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯეიმს ჯოისის „ჯაკომო ჯოისი“ (1969). მისი თარგმნილია ასევე ჰაროლდ პინტერის პიესა „დარაჯი“ (1975). ქართულ ლიტერატურათმცოდნეობისა და თარგმანმცოდნეობის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ყ. ნ-ს მიერ ნათარგმნი ჯეიმს ჯოისის „ულისე“ (წ. 1, 1983). მან შეადგინა და გამოსცა „ქართული შექსპირიანას“ ხუთი ტომი (1959-1979). მისივე საერთო რედაქციით გამოვიდა შექსპირის თხზულებათა სრული კრებ. ქართულ ენაზე (ტ. 1-1983; ტ. 2-1985), ორივე ტომი წარმოდგენილია ყ. ნ-ს წინასიტყვაობითა და შენიშვნებით.

თხზ.: ყიასაშვილი, ნ. (1989). თანამედროვე დასავლური დრამა. თბ., უნ-ტის გამ-ბა;  ყიასაშვილი, ნ. (1992). სკილასა და ქარიბდას შორის ანუ "რა ბრძანეთ, ბატონო ჯოის?" . თბ.,  საქართველო.

ლიტ.: ყიასაშვილი ნიკო ალექსანდრეს ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10. თბ., 1986, გვ. 641.