ყავრიშვილი ქეთევან ბესარიონის ასული
ყავრიშვილი ქეთევან ბესარიონის ასული

ყავრიშვილი ქეთევან ბესარიონის ასული(25.VIII.1918, თბილ.−31.XII.1982, თბილ.), გეოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1952). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი გეოგრაფ-გეომორფოლოგიის კვალიფიკაციით (1940). გაიარა ასპირანტურის კურსი (1940-1944). მუშაობდა თსუ-ის ფიზ. ქვეყანათმცოდნეობის კათედრაზე, შემდეგ ვახუშტის სახ. გეოგრ. ინ-ტში (1959-დან). კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზ. გეოგრაფიაში, ფიზ. ქვეყანათმცოდნეობის კვლევის მეთოდებზე, აგრეთვე სპეც კურსებს.  დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის მიდამოების ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“ (1948), რ–იც შემდეგ გამოიცა მონოგრაფიის სახით „Физико-географическая характеристика окрестностей Тбилиси“ (1965), სადაც დეტალურად აქვს აღწერილი თბილისისა და მისი მიდამოების რელიეფი, გეოლოგიური აგებულება, კლიმატური პირობები, მდინარეები, ნიადაგ-მცენარეული საფარი და ლანდშაფტები. ყ.ქ.-ს სამეცნ. კვლევის ინტერესი იყო საქართვ., კერძოდ, აფხაზეთის, ზემოიმერეთის, ქვემორაჭის, სვანეთის, კახეთის, თუშეთის, თბილისის მიდამოების ბუნებრივი პირობებისა და ლანდშაფტები, კარსტის წარმოშობა-განვითარების პირობების შესწავლა. იკვლევდა აგრეთვე ლანდშაფტმცოდნეობის თეორიულ საკითხებს. ყ.ქ. დაჯილდოებული იყო „სახალხო განათლების წარჩინებულის“ სამკერდე ნიშნით (1972).

თხზ.:ყავრიშვილი, ქ. (1959). მდინარე ყვირილას ზემო წელის აუზის ლანდშაფტების დახასიათება. საქ. სსრ გეოგრ. საზ-ბის შრომები, თბ., ტ. 4, გვ.181-204; ყავრიშვილი, ქ. (1964). აფხაზეთის ბუნებრივი ლანდშაფტების ტიპების დადგენისათვის. გეოგრაფიის ინ–ტის შრომები. თბ., ტ. 20, გვ.119-137; ყავრიშვილი, ქ. (1967). ლანდშაფტმცოდნეობის თანამედროვე მდგომარეობის საკითხისათვის. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, N 3, თბილ., ტომი 47, გვ. 613-618; ყავრიშვილი, ქ. (1970). ლანდშაფტური კლასიფიკაციების შედგენის პრინციპები პრაქტიკული მიზნებისათვის. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, N1, თბილ., ტომი 57, გვ. 105-108; ჯავახიშვილი, ალ., ყავრიშვილი, ქ. (1975-1987). საქ. სსრ ფიზ. გეოგრ., სახელმძღვანელო VII კლასისათვის. თბილ., პარალელურად რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე; Кавришвили, К.В. (1979). Географический анализ и систематика горных ландшафтов (На прим. Абхаз. и Мегрел. Кавкасиони). АН ГССР, Ин-т географии им. Вахушти. Тбилиси, Мецниереба; ჯავახიშვილი, ალ., ყავრიშვილი, ქ., ყიფანი, შ. (1985). საქართველოს სსრ ფიზიკური გეოგრაფია, სახელმძღვანელო VII კლასისათვის, თბილ., განათლება; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 265-266, ISBN 9992806982.