-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ყავლაშვილი ვიტალი გალაკტიონის ძე (27.12.1960, ქუთაისი), წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის პედ. ინ-ტი ფიზიკის სპეციალობით (1982). მუშაობდა ფიზიკის კათედრაზე ლაბორანტად (1983-1989). უფროს მასწავლებლად (1989-1996). მუშაობდა ქუთაისის ა. წერეთლის სახ. უნ-ტში მეცნ. თანამშრომლად (1996-დან). იგი მივლინებულ იქნა თბილისში გეოფიზიკის ინ-ტის კოსმოსური სხივების განყ-ბაში სტაჟიორად (1989-1990). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქ. მოსკოვში თემაზე: ’’სიხშირულ-კორელაციური ანალიზი მზის აქტივობის, კოსმოსური სხივების, დედამიწის გეომაგნიტური აქტივობისა და მისი ატმოსფერული წნევის მზის ბრუნვის სინოდური პერიოდის მახლობელი პერიოდულობებით’’ და მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის წოდება (1990). სამეცნ. ხელმძღვ. იყო პროფ. ლ. შათაშვილი (თბილ. მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტი, თსუ). ამჟამად მუშაობს თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომლად (2025-დან). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი უცხოეთის წამყვან ჟურნალებში. იყო ამერიკის გეოფიზიკური საზ-ების წევრი (2000-2005).