•   ავტორი
  • კატეგორიები:
ყაუხჩიშვილი თინათინ
ყაუხჩიშვილი თინათინ

ყაუხჩიშვილი თინათინ სიმონის ასული (10.V.1919, თბილისი - 29.III.2011, თბილისი,  დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში),  ფილოლოგი, მეცნიერი, მთარგმნელი, თსუ-ის პროფესორი, აკადემიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1941); ასპირანტურა (1944). ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (1945), ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (1951), საქართვ. მეცნ. აკადემიის ისტ. და ეთნოგრაფიის ინ-ტის უმცროსი (1945), უფრ. (1945-1999), წამყვანი (1999-2006) მეცნიერ-თანამშრომელი. იყო თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი (1945-1968), პროფესორი (1968-დან). საქართვ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1979); აკადემიკოსი (1993);  ვინკელმანის საზ-ების პრეზიდიუმის წევრი (1971), სსრკ-საბერძნეთის საზ-ების პრეზიდიუმის წევრი (1981), საქართვ. ისტ. წყაროების კომისიის უცხ. წყაროების კომისიის თავ-რე (1982). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1975), ღირსების ორდენის კავალერი (1999), სიმონ ყაუხჩიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (2008).  ლენინგრადის, იენისა და ლაიფციგის უნ-ტების მოწვეული პროფესორი. 20-ზე მეტი წიგნისა და 120-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი ქართულ, რუსულ, გერმანულ, იტალიურ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე. ყ. თ.-ს ნაშრომებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა „საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი“ (ტ. 1-3, 2002), „ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ I-VI წწ.“ (ტ. 1-6, 1967-1987), „ჰეროდოტე „ისტორის“ (ტ. 1-2, 1975-1976).

თხზ.: ყაუხჩიშვილი, თ. (1951). ბერძნული წარწერები საქართველოში, საქ.სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა; ყაუხჩიშვილი, თ. (1957). სტრაბონისგეოგრაფია” (ცნობები საქართველოს შესახებ), საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა; ყაუხჩიშვილი, თ. (1959). აპიანემითრიდატეს ომების ისტორია”, საბჭოთა საქართველო; ყაუხჩიშვილი, თ. (1960). ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა; ყაუხჩიშვილი, თ. (1965). ჰიპოკრატეს ცნობები საქართველოს შესახებ, მეცნიერება; ყაუხჩიშვილი, თ. (2002). ბერძნული ეპიგრაფიკა. პროგრამა ლოგოსი, ISBN: 9992865857; ყაუხჩიშვილი, თ. (2019) საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები: მეორე გამოცემა, უნ-ტის გამომცემლობა, ISBN: 9789941468711.