-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
ყარაშვილი ჰენრი შალვას ძე (23.III.1946, თბილისი), ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნ. კანდ., დოცენტი. დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი, შრომის ეკონომიკის სპეციალობით. მუშაობდა კათედრაზე ლაბორანტად, მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად, იყო დეკანის მოადგილე (1992-2005). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „უმუშევრობა და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები საქართველოში“ (2000) და მიენიჭა დოცენტის სამეცნ-პედ. წოდება (2004). 2005 წ. გათავისუფლდა დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან და 2006 წლიდან დაინიშნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკ-ის დეკანის თანაშემწედ (2006-დან). ავტორი და ტანაავტორია სამეცნ. ნაშრომის:
თხზ. ყარაშვილი, ჰ. (1989). თვითდაფინანსებისა და თვითანაზღაურების სისტემა: ნაკვ. 1. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ყარაშვილი, ჰ. (1997). უმუშევრობის ბუნებრივი დონის ცნება თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში; თბ., უნ-ტის გამ-ბა; ყარაშვილი, ჰ. (თანაავტორი). (2001). ეკონომიკის აქტუალური საკითხები: (სამეცნ. ნაშრომთა კრებ.). თბ. უნ-ტის გამ-ბა; თხზ.: ყარაშვილი, ჰ. (თანაავტორი). (2004). შრომის ეკონომიკა: დამხმ. სახელმძღვ. თბ., ენა და კულტურა, ISBN: 9994023780.