ყარალაშვილი თამაზ ვლადიმერის ძე
ყარალაშვილი თამაზ ვლადიმერის ძე

ყარალაშვილი თამაზ ვლადიმერის ძე (11.X.1960, ქ. რუსთავი), გეოგრაფი, ჰიდროლოგი, გეოგრაფიის დოქტორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით (1983). იმავე წელს მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის ჰიდროლოგის განყ-ის გლაციოლოგიურ ჯგუფში. დაამთავრა ამავე ინ-ტის ასპირანტურა (1990) და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მყინვარების მოქმედება და ცენტრალური კავკასიონის მდინარეთა მყარი ჩამონადენის ფორმირების კანონზომიერებები“. სისტემატურად მონაწილეობდა ინ-ტის კომპლექსურ გლაციო-ჰიდრომეტეოროლ. კვლევით ექსპედიციებში. ცენტრ. კავკასიონის სამხრ. (მყინვ. ბუბა, ადიში) და ჩრდ. ფერდობის (მყინვ. ბეზენგი) მყინვარებზე (1981, 1984-1989), როგორც დამხმარე, მუდმივი წევრი და ხელმძღვ. იგი არის მონოგრაფიის „მყინვარი თბილისა“ თანაავტორი (1986). ყ. თ. ამჟამად არის თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი, ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყ-ბისა და სამეცნ. საბჭოს ხელმძღვ. (2018-იდან). მისი ინტერესების სფეროებია საქართვ. და ქ. თბილ. შემოგარენის წყლის რესურსების მართვის სისტემის შექმნა, მყინვ. ენების აბლაცია, ექსპერიმენტული კვლევები თანამედროვე ტექნოლ. გამოყენებით, წყალსაცავების უსაფრთხოების საკითხები, ბუნ. საყინულეების კვლევები და სხვ. ყ. თ.-ს გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. სტატიები (23) ქართ. და ინგლ. ენებზე. არის შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის გამოყენებითი კვლევების გრანტების ძირით. მონაწილე. ავტორთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა არაერთ საერთაშ. სამეცნ. ფორუმზე - ერევანში (2014), ბაქოში, ამსტერდამში (2015), რომში (2016), ბარსელონაში, პარიზსა (2017) და ლისაბონში (2018). საქართვ. წყლის რესურსების შესახებ წარდგენილმა კვლევის შედეგებმა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. ყ. თ. კითხულობდა გლაციოლოგიის კურსს ილიას სახ. უნ-ტში (2009-2011). აქვს გამოცდილება მართვასა და ადმინისტრირებაში: იყო ქვ. ქართლში პრეზიდენტის სახელმწ. რწმუნებულის აპარატის ეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვ. (1997-2008). მისი ინიცირებით განხორციელდა რეგიონში არსებული გარემოსდაცვ. პრობლემების (მაგ., კუმისის ტბის კატასტროფების პრევენციის, ქ. რუსთავის ჭალის ტყის გადარჩენა, მდ. მაშავერას, დებედას და ხრამის დაბინძურების მინიმიზაცია) გადაჭრის აუცილებელი ღონისძიებები. ყ. თ.-ს ინიციატივით და ხელმძღვანელობით ქვ. ქართლში პრეზიდენტის სახელმწ. რწმუნებულის აპარატთან ფუნქციონირებდა ქვ. ქართლის საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზისა და სტრატეგიული გარდაქმნის ცენტრი (2001-2004), რ-ის მიზანი რეგიონის სოციალურ-ეკონ. მართვის სისტემის შექმნა იყო. ს. ს. „მადნეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისას (2001-2004), მისი საქმიანობა მიმართული იყო სააქციო საზ-ების გარემოსდაცვ. ვალდებულების კონტროლის გამკაცრებისკენ. დანერგა ყოველდღიური სამჯერადი მონიტორინგი ჩამდინარე წყლების მოძრაობის ტრაექტორიის 14 და ატმოსფეროში გაფრქვევის საკვანძო წერტილებში. მის მიერ, საწარმოში არსებულ მჟავე კარიერული წყლების გაწმენდის საამქროში შემავალ და გაწმენდილი წყლის მძიმე მეტალების შემცველობის ჩატარებული ექსპერ. მონიტორინგის შედეგად მიღწეულ იქნა გაწმენდის ტექნოლ. მნიშვნელ. გაუმჯობესება - ამოკრეფის მაჩვენებელმა 95%-ს გადააჭარბა. შესაბამისად, დაბინძურებული ჩამდინარე წყლების გაწმენდის შედეგად მიღებული სპილენძის კონცენტრატის (ოქროს და ვერცხლის მაღალი შემცველობით) რეალიზაციით საწარმომ რამდენიმე მლნ-ს დამატებითი შემოსავალი მიიღო. თსუ-ის აკად. საბჭოში მუშაობის პერიოდში (2016-2024), ყ. თ. აქტიურად იყო ჩართული არსებული კვლევითი ინ-ტების უნ-ტთან ინტეგრაციისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, აგრეთვე ახალგაზრდა სპეციალისტების კვლევით საქმიანობაში მოზიდვის, კარიერული წინსვლის და დამაგრების მექანიზმების დახვეწის საკითხებში. ყ. თ. არის თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2024 წლიდან). არის ალ. ჯავახიშვილის სახ. საქართვ. გეოგრაფიული საზ-ების წევრი (1984 წლიდან).

 თხზ: ყარალაშვილი, თ. (თანაავტორი). (2010). საქართველოს თოვლ–ყინულიანი მღვიმეები და ბუნებრივი საყინულეები. მეცნიერება და ტექოლოგიები, #7-9, 28-35; Karalashvili, T. (თანაავტორი). (2015). Creation of Management System Basis for Kakheti. Proceedings ICAE-2015, International Conference "Applied Ecology: Problems, Innovations". Tbilisi-Batumi, pp.79-82; Karalashvili T. (თანაავტორი). (2022). The Experimental Research of Ablation of Adishi Glacier Tongue. GeorgianGeographical Journal, Vol.2; Karalashvili, T. (თანაავტორი). (2022). Inland waters, The Physical Geographyof Georgia, Springer; ყარალაშვილი, თ. (თანაავტორი). (2023). წყლის რესურსების განაწილების კანონზომიერებები და წყალმოხმარების საკითხები, „საქართველოს საწარმოო ძალები და ბუნებრივი რესურსები", #1(3), გვ.102-138. ყარალაშვილი, თ. (თანაავტორი). (2024). სიონის წყალსაცავის დამბის შესაძლო გარღვევის შედეგად წარმოქმნილი წყალმოვარდნის ტალღის გავრცელების შესახებ, ალ. ჯავახიშვილის სახ. საქართვ. გეოგრაფიული საზოგ-ბის შრ., ახ. სერია, IV (XXII), 87-96.

 ლიტ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება.