ყაყიჩაშვილი შერმაზან
ყაყიჩაშვილი შერმაზან

ყაყიჩაშვილი შერმაზან (12.VIII, 1936თბილისი-18.VIII.2001, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1959). მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნ.-თანამშრომლად (1960-1963). ხელმძღვანელობდა საქართ. მეცნ. აკადემიის, კიბერნეტიკის ინ-ტის ოპტიკური კვლევების ლაბორატორიას, სადაც მისი თაოსნობით შეიქმნა პირველი წრიული ჰოლოგრამა (1963-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფიზ.-მათ. მეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად კიევის ფიზიკის ინ-ტში (1975). სანქტ-პეტერბურგის, ვავილოვის სახ. ფიზიკის ინ-ტში, მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორის აკად. ხარისხი (1982) და მიენიჭა პროფესორის წოდება (1986). აქვს მინიჭებული გამომგონებლის სტატუსი (1979). ყ. ითვლება პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის ფუძემდებლად. პირველმა შექმნა წრიული ჰოლოგრამა, რომელზეც თავისი თავი ასახა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჰოლოგრაფიის განვითარებაში. მისი ავტორობით გამოცემულია 250-მდე სტატია. მის სახელს უკავშირდება 22 გამოგონება. ყ. შ. ეწეოდა პედაგიგიურ საქმიანობას, როგორც თსუ-ში, ასევე შუა აზიის ქვეყნებშიც. მის მიერ შექმნილი ჰოლოგრამები გამოფენილ იყო მრავალ საერთ.  გამოფენაზე, მათ შორის საფრანგეთშირუსეთშიჩეხეთშიავსტრიაშიირანშივიეტნამშისირიაშიესპანეთში. მისი ჰოლოგრამები გამოფენილია პარიზის ჰოლოგრაფიის მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზეც.