ყალიჩავა ანა ნუგზარის ასული
ყალიჩავა ანა ნუგზარის ასული

ყალიჩავა ანა ნუგზარის ასული (4.IX.1991, ზუგდიდი), დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტისბაკალავრიატი ფიზიკის განხრით (2011). დაამთავრა ბიომედიცინის მიმართულებით ტეხასის სამედ. უნ-ტის მაგისტრატურა (2013). ბერნის უნ-ტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (2022). მისი სამეცნ. კვლევების ძირითადი მიმართულება იყო უჯრედის გაყოფის მექანიზმები. სამუშაო გამოცდილება მოიცავს კვლევით საქმიანობას გერმანიაში მაქს პლანკის ინ-ტში, სადაც მუშაობდა ბიოფიზიკის მიმართულებით; დელფტის ტექნოლოგიურ უნ-ტში დნმ-ის დაკეცვის პროცესების კვლევაზე; ხოლო ციურიხის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინ-ტში (ETH Zurich) უჯრედების დაბერების მექანიზმების შესწავლაზე. ამჟამად მუშაობს ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში, სადაც მისი საქმიანობა კონცენტრირებულია სიმსივნის დიაგნოსტიკისა და ბიომედიცინური კვლევების მიმართულებით. არის ათზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რ-ბიც გამოქვეყნებულია მაღალი რეიტინგის საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში.