ყალაბეგაშვილი ნელი გიორგის ასული
ყალაბეგაშვილი ნელი გიორგის ასული

ყალაბეგაშვილი ნელი გიორგის ასული (18.X.1944, გურჯაანი), ქიმიკოსი, ინჟ. ტექნოლოგი. დაამთავრა სპი-ის ქიმ. და კვების ტექნოლ. ფაკ-ტი (1967), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ასპირანტურა (1970), დაიცვა დისერტაცია თემაზე: „წყლით გაციებული ჰიდროგენერატორების სტატორული ხვიების ექსპლუატაციის საიმედოობის გაზრდა“ და მიენიჭა ტექნ. მეცნ. კანდ. ხარისხი (1984). იყო: პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2001-2010); თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლ. პრობლემათა ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: ქიმ. მეცნიერებანი; გარემოს შემსწავლელი მეცნიერებანი. ყ. ნ.-ს შრომები ეხება გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების მეთოდების შემუშავებას ქიმ. ეკოლ. მიდგომების გამოყენებით, კერძოდ ეკოლ. ამოცანების გადასაჭრელად მძიმე მეტალებისა და ჰალოგენშემცველი დამაბინძურებლების წყლიდან ერთდროულად მოცილების მიზნით სორბციული სისტემების შექმნას.  თანაავტორია სამეცნ. სტატიების და ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების თეზისების, მათ შორის: „Purification of waters Polluted with Heavy metals using Adsorption method“ (IV International Scientific and Practical Conference "Methodology of Modern Research.Dubai,UAE, 2018); „Water purification from zinc ions using expanded perlite“ (World Journal of Advanced Research and Reviews 2023); „Adsorptive removal of zinc icons from aqueous solutions in the presence of Georgia minerals“ (World Journal of Advanced Research and Reviews (WJARR), 2024); „Adsorption removal of copper ions from water medium with the use of travertine and limestone“, (World Journal of Advanced Research and Reviews, 2025).