პოპიაშვილი ავთანდილ დიმიტრის ძე
პოპიაშვილი ავთანდილ დიმიტრის ძე

პოპიაშვილი ავთანდილ დიმიტრის ძე (5.III.1944, სოფ. გამარჯვება, დედოფლისწყაროს რ-ნი - 15.II.1998, თბილისი), ფილოსოფოსი. დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1964) და თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1970). ფილოს. მეცნ. კანდიდატი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,დიალექტიკის პროგლემა ი. გ. ფიხტეს ფილოსოფიაში“ (1974), ფილოს. მეცნ. დოქტორი (1989). იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტის უმცროსი (1973-75), უფრ. (1975-82) და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1982-98). ი. გოგებაშვილის სახ. პედ. კოლეჯის პრორექტორი (1986-90). ფილოსოფიის ისტორიის სალექციო კურსებს კითხულობდა თსუ-სა (1977-97) და საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში. იყო საქართვ. უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1991-1992). სოფ. გამარჯვების სკოლას მიენიჭა მისი სახელი (1998). პ. ა-ს კვლევის მთავარი სფერო იყო გერმ. კლასიკური ფილოსოფია. იგი ეროვნ. პრობლემატიკისა და პოლიტ. თემებისადმი მიძღვნილი მრავალი პუბლიცისტური წერილის ავტორია.

თხზ.: პოპიაშვილი, ა. (1973). ი. გ. ფიხტეს დიალექტიკის თავისებურება. თბ.; პოპიაშვილი, ა. (1976). ი. გ. ფიხტეს ეთიკური იდეალიზმის მარქსისტული კრიტიკისათვის. თბ., მეცნიერება; პოპიაშვილი, ა. (1988, 2008). ინდივიდის პრობლემა ს. კირკეგორისა და ფ. ნიცშეს ფილოსოფიაში. თბ., უნივეერსალი, ISBN: 9789941121197; პოპიაშვილი, ა. (2002). ზნეობრივი პრინციპის დაფუძნების ცდა ფიხტეს ფილოსოფიაში. ISBN: 9992832150; პოპიაშვილი, ა. (2015). შიშის ფენომენი ჰაიდეგერის ფილოსოფიაში. ISBN: 9789941445361; პოპიაშვილი, ა. (2024). ფიხტეს ეთიკა. თბ., Carpe diem, ISBN:9789941990298.