-
ავტორი
- კატეგორიები: სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული
პლაზმის ფიზიკის კათედრა - თსუ-ში აკად. ნ. ცინცაძის თაოსნობით გაიხსნა სპეციალობა ’’პლაზმის ფიზიკა’’(1976-დან). ამავე დროს ფიზიკის ინ-ტის პლაზმის ფიზიკის განყ-ება გახდა უნ-ტის საბაზო კათედრა. დაარსდა პლაზმის ფიზიკის კათედრა (1994). გამგედ დაინიშნა აკად. ნ. ცინცაძე (1994-2006; 2011-2020), ხოლო შემდეგ პროფ. ვ. ბერეჟიანი (2009-2011). რელატივისტურად მძლავრი ტალღების ურთიერთქმედება პლაზმასთან გახდა ახალი მიმართულება, რ-იც შემოთავაზებული იქნა ნ. ცინცაძის მიერ საკმარისად ადრე ვიდრე მძლავრი ლაზერული წყაროები გამოჩნდებოდა (1970). ამ წინასწარმეტყველებამ ქართვ. მეცნიერები (ნ. ცინცაძე, დ. ცხაკაია, ვ. ბერეჟიანი, ლ. ცინცაძე) მოწინავე პოზიციებზე დააყენა მსოფლიოში დღევანდელი ლაზერული კონფაინმენტის პრობლემების კვლევები რელატივისტური პლაზმის არაწრფივი დინამიკის თეორიაში. ფიზიკის ინ-ტში თანამედროვე დონის ლაბორატორია ჩამოყალიბდა, რ-იც ასევე ემსახურებოდა ახალგაზრდა თაობის გაზრდას როგორც საბაზო კათედრის ნაწილი და მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი შედეგები (ე. ბარხუდაროვი, ტ. ჭელიძე, ნ. კერვალიშვილი, ს. ნანობაშვილი). შეიქმნა ფოტონთა გაზის ახალი თეორია; ასევე აღსანიშნავია უკანასკნელი წლების მიღწევები გადაგვარებული პლაზმის შესწავლის მიმართულებით - ნ. ცინცაძის შრომებს წამყვანი ადგილი უჭირავს კვანტური პლაზმის თეორიის შექმნაში.