-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი საპატიო დოქტორი
პიტი ჟან-რობერტ (Pitte Jean-Robert, 12.VIII.1949, პარიზი), უმაღლესი განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის, სამეცნ. თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის ფრანგ გეოგრაფს, პარიზი-IV სორბონის უნ-ტის პრეზიდენტს, პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (29.X.2007).
პ. ჟ.-რ. იკვლევს შემდეგ საკითხებს: ისტორია და კულტურული გეოგრაფია, ლანდშაფტი და მისი აგებულება, გასტრონომია და ღვინის წარმოება. იგი გეოგრაფიის ასოციაციის, სასურსათო კულტურებისა და კულტურული მემკვიდრეობის ფრანგული მისიის პრეზიდენტი, აგრეთვე, ევრ. აკადემიის წევრია. მეცნიერი მორალისა და პოლიტ. მეცნიერებების აკადემიის გეოგრაფიისა და ისტორიის განყ-ების წევრად აირჩიეს (03.III.2008), შემდეგ კი მუდმივი მდივნის თანამდებობა დაიკავა (01.I.2017).
პ. ჟ.-რ. პარიზი-IV სორბონის უნ-ტის პრეზიდენტია (2003-2008). აგრეგაციის შემდეგ პარიზის შაპტალის ლიცეუმის პედაგოგი გახდა. იგი ორი წლის განმავლობაში ნუაკშოტში (მავრიტანია) ეროვნ. სამსახურის მეცნიერ-ასისტენტად მუშაობდა, შემდეგ კი პარიზის უნ-ტის დოცენტი იყო (1974). მან მოიპოვა გეოგრაფიის პროფესორის ხარისხი (1988). იგი საპოროს ჰოკაიდოს უნ-ტთან არსებული გლობალური სასურსათო რესურსების ახალდაარსებული სამაგისტრო სკოლის დიპლომირებული პროფესორია.
პ. ჟ.-რ. დაახლ. 30 ქვეყანაში კითხულობდა ლექციებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია იაპონია, სადაც თითქმის 40 წელიწადია ეწევა კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას. სორბონის უნ-ტის მოდელისა და მიმართულებების მიხედვით დააარსა აბუ-დაბის ფილიალი (2006). იგი მუდმივად ცდილობდა სორბონის უნ-ტის პროფ. ინტეგრაციის ხელშეწყობას.