პიტ რივერსისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა არქეოლოგთა XI საერთაშორისო კონფერენცია
პიტ რივერსისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა არქეოლოგთა XI საერთაშორისო კონფერენცია

პიტ რივერსისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა არქეოლოგთა XI საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა (31.V.2018 -4.VI.2018, ვარძია) თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის არქეოლოგიის სასწ.-კვლევითი ინ-ტის ორგანიზებით ვარძიის სამონასტრო კომპლექსში, რ-ლიც არქეოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელს პ. რივერსს მიეძღვნა. კონფერენცია დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპ. და ამერ. უნ-ტებში. თსუ-მ ამ კონფერენციაზე უმასპინძლა 10 ქვეყნის 19 ინსტიტუციას. მასში მონაწილეობა მიიღეს: ვარშავის, ედინბურგის, ინსბრუკის, ოქსფორდის, ლაიდენის, დურჰამის, კა’ფოსკარის, სტამბოლის, მოსკოვის, ტიუმენის, ურალისა და სერბეთის უნ-ტებმა, სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟის მუზეუმმა, დაღესტნის ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტმა, სომხეთის მეცნ. აკადემიის ისტორიის ინ-ტმა და საქართვ. ეროვნ. მუზეუმმა. მანამდე თავისი ინდივიდ. კვლევების შედგები წარმოადგინეს: ანკარის; თეირანის; მელბურნის; პენსილვანიის; შეფილდის; ბოლონიისა და სხვა უნ-ტის წარმომადგენლებმა. მოხსენებები ემყარებოდა ახალგაზრდა მონაწილეთა ინდივიდ., გამოუქვეყნებელ სამეცნ. კვლევებს ნეოლითიდან მოყოლებული გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. განხილული იყო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის არქეოლ.  კვლევის საკითხები. მოხსენებები შეაფასეს მუდმივი სამეცნ. კომისიის წევრებმა: თსუ-ის; ოქსფორდის; იენის; ინსბრუკის; ედინბურგისა და ვენეციის უნ-ტების პროფესორებმა. კონფერენციის მსვლელობის დროს, გარდა მოხსენებებისა, გაიმართება დისკუსიები არქეოლ. და მომიჯნავე დარგებში განხორციელებული კვლევების შესახებ, დაისახა სამეცნ. პრობლემათა გადაწყვეტის გზები. ვარძიის ყოველწლიური საერთაშ. კონფერენცია ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდა არქეოლოგთა შორის კონტაქტების დამყარებას, მათი კვლევების პოპულარიზაციას მსოფლიო სამეცნ. ბაზარზე და შესაბამისად, ქართვ. სტუდენტი-არქეოლოგების საერთაშ. სივრცეში ინტეგრაციას.