-
ავტორი
- კატეგორიები: თეოლოგი სასულიერო პირი საპატიო დოქტორი
ტარჩიზიო პიეტრო ევასიო ბერტონე (Terchizio Pietro Evasio Bertone, 02.XII.1934, ტურინი), წმინდა საყდარსა და საქართვ. შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართვ. სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მხარდაჭერისთვის, ცნობილ მეცნიერსა და პოლიტიკურ მოღვაწეს, წმინდა საყდრის სახელმწ. მდივანს, კარდინალს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (28.V.2012).
ტ. ბ. იტალიელი თეოლოგი, ორდენ სალეზიანები დონ ბოსკოსის წევრი და რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კარდინალია. მას წმინდა საყრდის სახელმწ. მდივნის პოზიცია ეკავა (2006-2013), ბენედიქტ XVI-ის პაპობის დროს კი პაპის მარჯვენა ხელი და ვატიკანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი იყო.
ტ. ბ.-მ ფილოსოფია-თეოლოგიის განხრით საშ. განათლება ტურინის სკოლაში მიიღო. მან დადო პირველი რელიგიური აღთქმა (1950). იგი ივრას მთავარეპისკოპოსის, ალბინო მენსას ინიციატივით მღვდლად დაინიშნა, ტურინში დარჩა და თეოლოგიის დარგში („ტოლერანტობა და რელიგიური თავისუფლება“) ლიცენციატის ხარისხი მოიპოვა (1960).
ტ. ბ.-მ სალეზიანების უნ-ტში შეისწავლა საეკლესიო სამართალი, სამართლის ისტორია და მოიპოვა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი („ბენედიქტ XIV (1740–1758) - ეკლესიის მართვა“) (1961-1965).
ტ. ბ. რომში, სალეზიანების უნ-ტის მორალური თეოლოგიის კათედრაზე მიიწვიეს (1967). იგი სალეზიანების ორდენის ღვთისმეტყველების სტუდენტების სასწ. დირექტორად დაინიშნა, მოგვიანებით კი განაგებდა კანონიკური სამართლის ფაკ-ტს (1974-1976).
ტ. ბ.-ს სალეზიანების უნ-ტის ვიცერექტორის (1987), შემდეგ კი რექტორის თანამდებობა ეკავა (1989-1991). ტ. ბ. ლატერანის უნ-ტის სახელმწ. კანონიკური სამართლის დოცენტი იყო (1978). რომში იგი მრავალი ტაძრის პასტორია.