-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი მეცნიერი პოლიტიკოსი კურსდამთავრებული
პეტრიაშვილი რობერტ მელენტის ძე (07. VII. 1945, სოფ. ყორნისი, ზნაურის რაიონი). მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს.-ფსიქოლ. ფაკ-ტი (1975). სხვადასხვა დროს იყო თბილ. გამწვანების ტრესტის, თბილ. რკინიგზის სატვირთო სადგურის მუშა (1964-1970); საქართვ. რესპ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტის საქართვ. ფილიალის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1975-დან); საქართვ. რესპ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" (1990-1991); საქართვ. რესპ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ჰუმანიტარულ და სოც. საკითხთა მუდმივი კომისიის თავ-რე (1990-1991). ხელი აქვს მოწერილი საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (09.IV. 1991 ).
თხზ.: პეტრიაშვილი, რ. (1989). ბიუროკრატიზმი და სოციალური გარემო. თბ., საბჭ. საქართველო.
ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ.