პეტრიაშვილი ოლღა (ოლია) ივანეს ასული
პეტრიაშვილი ოლღა (ოლია) ივანეს ასული

პეტრიაშვილი ოლღა ივანეს ასული(23.XII.1918, თბილ.–22.III.1997, თბილ), გეოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ჰიდროლოგიის სპეციალობით (1940). მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიურ სამმართველოში (1920-1941), რუისის (ახლანდ. ქარელის მუნიციპ.) საშ. სკოლაში მასწავლებლად და სასწ. ნაწილის გამგედ(1941-1947), შემდეგ თსუ-ის ფიზ. გეოგრ. კათედრაზე (1947-1992). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თრიალეთის ქედის ჩრდილო ფერდობის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება (მდ. თეძამის, ტანის და ძამის აუზების ფარგლებში)“ (ბაქოს უნ-ტი, 1963). პ.ო.-ს გამოქვეყნებული ჰქონდა 90-ზე მეტი სამეცნ. და მეთოდური ხასიათის ნაშრომი. მათში მოცემულია საველე და კამერალური კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგები საქართვ. რიგი რაიონების ბუნებრივი რესურსების შესახებ.

თხზ.:პეტრიაშვილი, ო. (1959). მდინარეების ძამის, ტანისა და თეძამის აუზების ფიზიკურ-გეოგრაფიული (ლანდშაფტური) ზონების დახასიათებისათვის. თსუ-ის შრომები, თბ., ტ. 72, გვ.207-228; პეტრიაშვილი, ო. (1980). იაღლუჯის სერი: [აღმ. საქართველო].  ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, გეოგრაფია სკოლაში, N1, გვ.35-37; პეტრიაშვილი, ო. (1981). მოგზაურობა საქართველოს რუკაზე: შევისწავლოთ ჩვენი სამშობლო. თბ.; პეტრიაშვილი, ო. (1982). კვერნაქის სერის (ქედის) ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება: [შიდა ქართლი].  საქართვ. ბუნება და მეურნეობა, საქართვ. გეოგრ. საზ-ბა, თბ., N15, გვ.53; პეტრიაშვილი, ო. (1987). მოგზაურობა სსრ კავშირის ქალაქებში: დამხმ. მასალა გეოგრაფიაში. თბ.: განათლება.