პეტრიაშვილი გურამ (სიმონ) მელიტონის ძე
პეტრიაშვილი გურამ (სიმონ) მელიტონის ძე

პეტრიაშვილი გურამ (სიმონ) მელიტონის ძე (16.V.1942, ლენტეხი). მსახიობი, პოლიტიკოსი,  მწერალი, "საგურამოს" პრემიის ლაურიატი (2014). დაამთავრა თსუ-ის მექ.-მათ. ფაკ-ტი (1964); საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის კინოსარეჟისორო ფაკ-ტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო, 1978). სხვადასხვა დროს იყო საშ. სკოლის მათ. მასწავლებელი; სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ინჟ.; კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეკვიზიტორი; რეჟ. თანაშემწე; ასისტენტი; ტელესტუდიის ტელეოპერატორი; მწერალი, რეჟ., მსახიობი; საქართვ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“,  მაჟორიტარი, თბილ. ნაძალადევის N1 საარჩევნო ოლქი (1990-1991); საქართვ. რესპუბ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს კულტ., განათლებისა და მეცნ. კომისიის წევრი (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწ. დამოუკიდებლოს აღდგენის აქტზე (09.IV.1991). გადაღებულია ფილმებში: "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978), "მე დავბრუნდები" (1982), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983), "ადამიანთა სევდა" (1984), "ელისა და რარუს თვგადასავალი" (1986), "ნაზარის უკანასკნელი ლოცვა" (1988), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (კარისკაცი, 1989), "ალყა" (1990), "ბრავო, ჯორდანო ბრუნო"! (1993) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "რად სტვენს ბულბული" (1980), "ელისა და რარუს თავგადასავალი" (1986); დამდგმელი რეჟ. ფილმების: "რად სტვენს ბულბული" (1980), "ელისა და რარუს თავგადასავალი" (1986).  საქართვ. რუსთაველის საზ-ბამ გურამ პეტრიაშვილს მიანიჭა "ქართული ენის სიწმინდის დამცველის'' საპატიო წოდება (2023).

თხზ.: პეტრიაშვილი გ. (1975).  წვიმა პატარა ქალაქში: მოთხრობები უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთათვის. თბ., ნაკადული; პეტრიაშვილი გ. (1981).  ლექსები და ზღაპარ: ლექსები. თბ., მერანი; პეტრიაშვილი გ. (1984).  კრიტიკული წერილები. თბ,, მერანი; პეტრიაშვილი გ. (1985).  ქალაქი, წვიმა და ვარსკვლავები: ლექსები: ზღაპრები. თბ., საბჭ. საქართველო; პეტრიაშვილი გ. (1988). პატარა ქალაქის ზღაპრები. თბ., ნაკადული; პეტრიაშვილი გ. (1990).  როცა თქმა სჯობს არათქმასა: სტატიები. თბ., მერანი.

ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ.; ბედუკაძე, ა. (თანაავტორი). (2017). პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები. საგურამო.