-
ავტორი
- კატეგორიები: დიპლომატი პოლიტიკოსი გეოგრაფი კურსდამთავრებული
პეტრიაშვილი ალექსი (ბუკა) შოთას ძე ( 24.VIII. 1970, თბილისი). დიპლომატი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. და სოც. ფაკ-ტი, გეოგრაფიის განხრით (1992). მუშაობდა საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროში (1998-2009); სხვადასხვა დროს იყო: ავსტრიის რესპ. საქართვ. საელჩოს მთ. მრჩეველი (2001-2002); აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში საქართვ. საელჩოს მთ. მრჩეველი (2002-2004); საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპ. (2004-2009); პოლიტ. პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" პოლიტ. მდივანი (X. 2012); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2012); საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები", წევრი (2012-2012); საქართვ. სახელმწ. მინისტრი ევრ. და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში (2012-2014); ტელეკომპანია "პირველის" პოლიტ. მიმომხილველი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ.; ჭუმბურიძე, ზ. (2021). დამოუკიდებელი საქართვ. ელჩები: 1991-2021: ნაწ.1. თბ.