პერსონი ჰანს იაორან
პერსონი ჰანს იაორან

პერსონი ჰანს იაორან (Person Hans Jaoran, 20.I.1949, ვინგოკერი), შვედეთის პრემიერმინისტრს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (09.I.2006).

პ. ი. იყო შვედეთის პარლამენტის დეპუტატი (1979-1984). იგი ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის კომიტეტს (1991), ორი წლის განმავლობაში კი განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა.

პ. ი. პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტში საკუთარი პარტიის (ს.–დ. მუშათა პარტია) წარმომადგენელია (1993-1994). არჩევნებში სოციალ–დემოკრატების გამარჯვების შემდეგ პრემიერმინისტრ ინგვარ კარლსონის ინიციატივით ფინანსთა მინისტრად  დაინიშნა (1994). მას შვედეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა (1996-2006).

პ. ი.-ს  მინიჭებული აქვს სხვადასხვა ჯილდო და წოდება: რაულ ვალენბერგის ჯილდო (2001), რუმინული უმაღლესი ჯილდო (2004), სოფის ჯილდო (2007), ესტონეთის  პირველი კლასის ორდენი (2011).