პავლიაშვილი ნინო იორამის ასული
პავლიაშვილი ნინო იორამის ასული

პავლიაშვილი ნინო იორამის ას (17.V.1955, ქ. გორი), გეოგრაფი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი, ეკონ. გეოგრაფიის კათედრა (1978). თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის საზ-ებრივი გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი (1997). საქ. მეცნ. აკად. ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის ასპირანტურა (1983). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „საქართველოს ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსები და მათი რაციონალურად გამოყენების პრობლემები“ (1989). სამუშაო საქმიანობას ეწეოდა საქ. მეცნ. აკად. ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში (1978–2008), გორის სახელმწ. უნ-ტში (1989–2007). პ.ნ. მუშაობს თსუ-ში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე(1997). იგი არის საქართვ. გეოგრ. საზ-ების წევრი (1980), ქართვ. გეოგრაფთა ეროვნ. კომიტეტის თავ-რე და ამავე საზ-ების ვიცე-პრეზიდენტი (2016–2024). საქ. ტურიზმისა და კურორტების სახელმწ. დეპარტამენტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1998–2001), საერთაშ. საზ-ბის „Black Sea Tourism Education Network“ საქართვ. კოორდინატორი (1998–2000), თსუ–ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (2010–2014). ხელმძღვანელობს თსუ-ის საზ-ებრივი გეოგრაფიის მიმართულების სადოქტორო პროგრამას (2016). არის საქართვ. გეოგრ. საზ-ების ჟურნ. ,,Journal of the Geographical Society of Georgia“ სარედაქციო გუნდის წევრი (2020). სამეცნ. კვლევების ძირითადი მიმართულებებია ტურისტულ-რეკრეაციული მეურნეობის გეოგრაფია, მდგრადი ტურიზმი, რეგიონული განვითარება, ტურიზმის ტერმინოლოგია და ტურისტული რუკოგრაფია.

თხზ.: პავლიაშვილი, ნ. (2003).  საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული მეურნეობა. — საქართველოს გეოგრაფია, ნაწ. II. თბ., გამომც. მედიასერვისი; პავლიაშვილი, ნ. (2003). შიდა ქართლი. — საქართველოს გეოგრაფია, ნაწ. II. თბ., გამომც. მედიასერვისი; პავლიაშვილი, ნ. (2013). ტურისტულ-რეკრეაციული მეურნეობა. წიგნში: საქართველოს გეოგრაფია. თბ., უნ–ტის გამ–ბა; პავლიაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2014). ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., უნ-ტის გამ–ბა; პავლიაშვილი, ნ. (2021). თავი „ტურისტული და რეკრეაციული მეურნეობა.  სახელმძღვანელოში: საქართველოს საზოგადოებრივი გეოგრაფია. თბ., უნ–ტის გამ–ბა; Pavliashvili N., Tutberidze M. (2022). Physical-geographical Features of Tourist Development. — In: Physical Geography of Georgia. Cham: Springer.