-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ლიტერატურათმცოდნე მთარგმნელი მეცნიერი კურსდამთავრებული
პატაშური ხათუნა რამანას (რომანის) ასული (19.III.1970, დედოფლისწყარო). ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მთარგმნელი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1993); თსუ-ის ხელოვნებათმცოდნეობის მეორადი ფაკ-ტი (1993); თბილ. სას. აკად. ქრისტ. ხელოვნ. ფაკ-ტი (1996); ფილოლოგიის დოქტორი (1999), სადისერტაციო თემა: "ქრისტიანული მოტივები გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში". ლიტ. ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებს ლექსებს, სამეცნ. სტატიებსა და თარგმანებს (1992). იყო საქართვ. მეცნ. აკად. შ. რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ასპირანტი (1993-1999); სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლტის სახ. უნ-ტის ლიტერატურათმცოდნეობის (გერმანისტიკა) ფაკ-ტზე (2003-2004 ); პ. ხ. იყო ქართ. ენისა და ლიტერატურის ლექტორი და სამეცნ. მუშაობის ხელმძღვ.-კოორდინატორი საღვთისმეტყველო ინ-ტსა და თბილ. სას. აკადემიასა და სემინარიაში (1994-2008); თბილ. სამხატვრო აკად. ქართ. და საზღვარგარეთის ლიტ-რის ლექტორი (1994-1997); მუშაობდა ფირმა "ომეგას" პრეს-ცენტრში პრეს-მდივნად (1999-2000). სამეცნ. მიწვევით იმყოფებოდა ბერლინის ჰუმბოლტის სახ. უნ-ტში (2005); ლინგვისტური სტაჟირება გაიარა ქ. ნიცასა და ქ. ბორდოში (2014-2015).
თხზ.: პატასური ხ. (2002). დამშვიდობება: ლექსები. თბ., ქართ. წიგნი.