პატარიძე ზაზა შოთას ძე
პატარიძე ზაზა შოთას ძე

პატარიძე ზაზა შოთას ძე  (27. X. 1963, ქუთაისი). პოლიტოკოსი, ფიზიკოსი.  დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1985). იყო თსუ-ის ბირთვული ფიზიკის კათედრის ლაბორანტი (1985-1992); საბაჟო დეპარტ. საბაჟო დაცვის სამმართველოს უფრ. (1992-1995); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტ. ორგანიზაცია - ეროვნ.-დემოკრ.  პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით; საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, კომიტეტის თავ-რის მოადგილე (1995-1999); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამ. მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტი, წევრი (1996-1997); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამ. ფრაქცია "ეროვნ-დემოკრატი", წევრი (1995-1997); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამ. ფრაქცია "სახალხო", წევრი (1997-1999); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1996).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1996-1997. თბ., დიოგენე, 1997; ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., ISBN: 9789941081422