პატარიძე ზაზა
პატარიძე ზაზა

პატარიძე ზაზა (27.X.1963, ქუთაისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1985). იყო თსუ-ის ბირთვული ფიზიკის კათედრის ლაბორანტი (1985-1992); საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო დაცვის სამმართველოს უფრ. (1992-1995); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტ. ორგანიზაცია - ეროვნ. დემოკრატიული პარტია (ედპ).  საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (1995-1999). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, კომიტეტის თავ-რის მოადგილე (1995-1999); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის წევრი (1996-1997); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ეროვნულ-დემოკრატი"-ის წევრი (1995-1997); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სახალხო"-ს წევრი (1997-1999); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი (1995-1996).