პატარიძე ელენე ვახტანგის ასული
პატარიძე ელენე ვახტანგის ასული

პატარიძე ელენე ვახტანგის ასული (06.XI.1956, ქ. თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1978). მუშაობდა სამეცნ.-კვლევით ინ-ტში „მიონი“, ოპტოელექტრონიკის განყ-ბაში სხვადასხვა პოზიციაზე (1979–1992). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის მასალათმცოდნეობის სამეცნ.-კვლევით ლაბორატორიაში მეცნ. მუშაკად (1992-2007). მონაწილეობა მიიღო NATO-ს პროგრამის “Science for Peace” გრანტში “South Caucasus River Monitoring” (მიმართულება  - მტკვარში რადიონუკლიდების შემცველობის განსაზღვრა გამა სპექტრომეტრიის მეთოდით, 2002-2006). დღემდე მუშაობს თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტში, ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში მოწვეულ პედაგოგად (ძირითადი საგნები - „სამედიცინო ფიზიკა“, „ბიოფიზიკა“, „რადიაციული ბიოლოგია და ჯანმრთელობის რადიოგენური რისკი“, 2016-დან).