პატარაია თამარ ავთანდილის ასული (01.V.1965, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1987); იყო თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ასპირანტი (1987-1991); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია პლაზმის ფიზიკის სპეციალობით თემაზე: ’’არაწრფივი ტალღების გავრცელება არაერთგვაროვან რელატივისტურ პლაზმაში’’ და მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. წოდება (1992). პ. თ.-ის კვლევის მიმართულება: არაწრფივი მაგნიტოჰიდროდინამიკა და რელატივისტური პლაზმის დინამიკა; მუშაობდა თსუ-ის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე უფრ. ლაბორანტად (1991-დან); შემდეგ კი პლაზმის ფიზიკის კათედრის მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (1995-2006), დაკავებული იყო სამეც.-პედ. საქმიანობით. გაიარა სასწავლო კურსები საერთაშ. ურთიერთობების და საერთაშ. უსაფრთხოების მიმართულებით აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის უნ-ტებში (2000-2017); იყო ილიას სახელმწ. უნ-ტის დოქტორანტი, უსაფრთხოების კვლევებისა და საერთაშ. ურთიერთობების მიმართულებით (2008-2014); საქართვ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორია, სოციალური მეცნ. სკოლაში პოლიტიკისა და საერთაშ. ურთიერთობების მიმართულებით (2022-დან); აქვს სამოქალაქო საზ-ების ორგანიზაციებთან ოცი წელზე მეტი თანამშრომლობის გამოცდილება; არის რამდენიმე სამოქალაქო და პროფ. ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია აკად. და პოლიტიკის კვლევების ნაშრომები. მათ შორის: „The Magnetic Field Sign Reversal and Evolution of Rossby and Alfvén Waves Induced by Velocity Shear Oscillations on the Sun” (IC/2000/51. Miramare-Trieste: Abdus Salam International Centre for Theoretical Physics, 2000); “Radiation of Electromagnetic Waves from an Accelerated Langmuir Soliton in a Non-Magnetic Nonlinear Plasma” (Moambe, Academy of Sciences of Georgia 145, 1992, no. 3); “Relativistic Nonlinear Reflection of Laser Emission” (In Proceedings of the 10th European School on Plasma Physics, 480–485. Singapore: World Scientific, 1990).