პატარაია სოფიო
პატარაია სოფიო

პატარაია სოფიო (26.III.1982, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის მაგისტრატურა ატომური და ბირთვული ფიზიკის განხრით (2005). რომში, ერთ-ერთ საერთაშ. კონფერენციაზე, სადაც უცხოელი კოლეგებისგან შეიტყო, რომ არსებობდა მაქს პლანკის საზ-ების სტიპენდია განაცხადის შეტანისა და კონკურსის გავლის შემდეგ ახალგაზრდა ფიზიკოსი მიიწვიეს მიუნხენში, მაქს პლანკის ფიზიკის ინ-ტში, სადაც სამწელიწადნახევარი სწავლობდა (2006-2009). დოქტორის ხარისხი მიიღო მაქს პლანკის ინ-ტსა და მიუნხენის ტექნ. უნ-ტში. შემდეგ კვლავ წარმატებით გაიარა კონკურსი და  სამუშაოდ უკვე თავად აირჩია  მიუნხენი. ამავე დროს იყო ასოცირებული მკლევარი გერმანიის ქალაქ ვუპერტალის უნ-ტში. ამ პერიოდში ხშირად ჩადიოდა ჟენევაში რამდენიმედღიანი სამუშაო მივლინებით. დისერტაცია დაიცვა ტოპკვარცების წარმოქმნის სიხშირეზე (2009). დოქტორანტურის გავლის შემდეგ მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა ვისკონტინის უნ-ტში. როგორც ასოცირებული მკლევარი მუშაობდა ატლასის ექსპერიმენტზე CERN -ში - იკვლევდა ფიზიკის ნიშნებს, „სტანდარტ მოდელს“ და მის ორ ყველაზე მასიურ წარმომადგენელს Top Quark-ს და Higgs Boson-ს (2006-2019). CERN-ში  მოღვაწეობის პერიოდში პ.ს. იყო სტატისტ. კომიტეტის წევრი. მის მოვალეობაში შედიოდა ATLAS კოლაბორაციისთვის  (3000-მდე წევრია კოლაბორაციაში) სტატიების შემოწმება, გამართვა და რეკომენდაციების მიცემა, ასევე სტატისტ. ანალიზის software კორდინაცია. CERN-ში  მუშაობის13 წლის განმავლობაში დაწერილი აქვს ოცდაათამდე სტატია. ქართვ. მეცნიერი მოღვაწეობდა მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნ–ტში (გერმანია) და ამავე დროს იყო ATLAS-ის ექსპერიმენტის მკვლევარი CERN-ში. იმ პერიოდში ცხოვრობდა შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევაში (2018-დან). ამჟამად იგი არის მკლევარი- მეცნიერი ნიდერლანდებში მდებარე, ევროპის კოსმოსურ სააგენტოში (ESA, 2019-დან), სადაც ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობს - სატელიტებისთვის წყალბადის ატომური საათების ტექნოლოგიების განვითარება და დახვეწა (research and development of Atomic clocks for Galileo satelites).