-
ავტორი
- კატეგორიები: ასტროფიზიკოსი პროფესორი
პატარაია ავთანდილ დიმიტრის ძე (15.V.1931,სოფ. ბანძა,მარტვილის რ-ნი- 7.V.2011, თბილ.), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-ტექნიკის ფაკ-ტი (1953) და ასპირანტურა თეორ. ფიზიკის განხრით (ხელმძღვ. აკად. ვ. მამასახლისოვი, 1956). მუშაობდა საქართვ. პოლიტექნიკურ ინტ-ში ფიზიკის კათედრაზე ასისტენტად (1957-1958); ფიზიკის ინ-ტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1958-1976); აბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორიაში უფრ., ხოლო შემდგომ - წამყვან და მთავარ მეცნიერ თანამშრომლად (1977-დან); ამავე ობსერვატორიაში პლაზმური ასტროფიზიკის განყ-ბის გამგედ (1996-დან); სამეცნ. მოღვაწეობის სფერო: ატომბირთვის ფიზიკა, პლაზმის ფიზიკა და პლაზმური ასტროფიზიკა; მის მიერ პირველადაა გამოკვლეული არაწრფივი ტალღები (სოლიტონები) და ამ ტალღების მოდულაციური არამდგრადობა მრავალკომპონენტიან პლაზმაში; დაუჯახებელი დარტყმითი ტალღების სტრუქტურა იონებისა და ჩაჭერილი ნაწილაკების ლარმორის რადიუსების ეფექტის გათვალისწინებით; ლენგმიურის, ალვენისა და მაგნიტობგერითი ტალღების მოდულაციური არამდგრადობა და სოლიტონები ელექტრონულ-პოზიტრონულ ტალღაში; არაწრფივი ტალღების მოდულაციური არამდგრადობა და სოლიტონები შიდა გრავიტაციულ და როსბის ტალღებისთვის; მზის სპიკულთა მოდელი, რ-იც კარგად ხსნის სპექტრულ სტრუქტურას წყალბადისა და ჰელიუმის ხაზებში, რაც დაწვრილებითაა აღწერილი აბასთუმნის ობსერვატორიაში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად; არის 120 სამეცნ. შრომის ავტორი; 6 საკანდიდატო დისერატაციის ხელმძღვ. ასტროფიზიკოსი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი.