-
ავტორი
- კატეგორიები: ინჟინერი ისტორიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი კურსდამთავრებული
პარუნაშვილი ნუგზარ პავლეს ძე (02.IV.1948, სოფ. უდე, ადიგენის რ-ნი), ინჟინერი, ისტორიკოსი. ღირსების მედალი გადაეცა ახალციხეში დადგმული თამარ მეფის ძეგლის შექმნასა და აღმართვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი საქველმოქმედო და საზ. საქმიანობისათვის (1999). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშ. ფაკ-ტი (1972); თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი. იყო ქ. რუსთავის "ამიერკავკასიის მეტალურგმშენის" ხის დამამუშავებელი კომბინატის სადურგლო საამქროს მუშა, სახერხი საამქროს მე–3 თანრიგის მუშა (1966–1969); ქ. რუსთავის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ტრესტის, წყალგაყვანილობის ზეინკალი (1969–1972); სმმკ N8, ოსტატი (1972); ადიგენის წყალთა მეურნეობის სამმართველოს წყალსაქაჩის გამგე (1973); N9 ტრესტ "საქსოფლმშენის" სმმკ N8, მე–6 თანრიგის სანტექნიკოსი, ოსტატი, მთ. ინჟინერი, შემდეგ უფრ. ინჟინერი (1974–1990); ახალციხის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავ-რის მოადგილე, საქალაქო მეურნეობის განყ-ბის გამგე (1990-1991); ახალციხის რ-ნის საკრებულოს მდივანი (1991); სახელმწ. გაერთიანება "საქსოფმშენი" ტრესტი N9 მმართველი (1991-1992); ფირმა "მესხეთის" გენ. დირექტორი (1992-1993); სააქციო საზ-ბა "მესხეთის" გენ. დირექტორი (1993-2002); სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართვ. პრეზიდენტის სახელმწ. რწმუნებულის მოადგილე (2002-2003); ადმ. ტერიტ. ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის რ-ნები) საქართვ. პრეზიდენტის სახელმწ. რწმუნებული (2003-2004); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №37 ახალციხის საარჩევნო ოლქიდან (2004-2008). საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამ. ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2004-2008); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამ. ევრ. ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2004-2006); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი (2006-2008); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამ. ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარების" წევრი (2004-2006); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამ. ფრაქცია "მრეწველების" წევრი (2006-2008).
ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., ISNB: 9789941081422; ყიფიანი, თ. (2022). წიგნი ღირსებისა: ტ. 4: 1999. თბ. ISNB: 9992801964