• კატეგორიები:
პარტიცკი სლავომირ
პარტიცკი სლავომირ

პარტიცკი სლავომირ (Particky Sławomir), თსუ–სთან აქტიური თანამშრომლობისათვის, ინტერნაციონალიზაციასა და სამეცნ. ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პოლონეთის იოანე პავლე II-ის ლუბლინის კათოლ. უნ-ტის პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (14.XII.2015).

პ. ს.-მ ელექტროინჟინერიის სპეციალობით დაასრულა ლუბლინის ტექნ. უნ-ტი და სწავლა განაგრძო ვარშავის ეკონ. სკოლაში ინდუსტრიული ეკონომიკის განხრით (1977). მან დაასრულა ლუბლინის კათოლ. უნ-ტის სოც. მეცნიერებების ფაკ-ტი (1985), სოციოლოგიაში მოიპოვა დოქტორის ხარისხი (1988), შემდეგ კი პრივატდოცენტის სტატუსი მიენიჭა (1998). კვლევითი სტაჟირებები გაიარა ბონისა და კიოლნის უნ-ტებსა და სან დიეგოს უნ-ტში.

მეცნიერი მარია კიური-სკლოდოვსკას უნ-ტის თანამშრომელია (1987), მოგვიანებით კი – ამავე უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2000). იგი ლუბლინის კათოლ. უნ-ტის სოც. მიკროსტრუქტურისა და თანამედროვე სოციოლოგიური თეორიების დეპარტ. თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა(2004).

პ. ს. 35 წიგნის ავტორი და რედაქტორია, გამოქვეყნებული აქვს 200–ზე მეტი სამეცნ. სტატია. იგი არაერთი სამეცნ. ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრია.

პ. ს. პოლონეთის მეცნ. აკადემიის შრომისა და სოც. პოლიტიკის საბჭოს წევრად აირჩიეს (2012). მას პროფესორის (2006), 2 წლის შემდეგ კი სრული პროფესორის წოდება მიენიჭა, იგი დაჯილდოვდა საპატიო რაინდის ორდენით (2013).