პარკაძე ვახტანგ დავითის ძე
პარკაძე ვახტანგ დავითის ძე

პარკაძე ვახტანგ დავითის ძე (8.VI.1912, თბილ.- 23.VII.1996, 23 თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1934). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1942); თსუ-ის დოცენტი (1943-1964); ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი მიენიჭა (1964); პროფესორი (1965-1979); ა.ს. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში ფიზიკის კათედრის გამგე (1944-1947 და 1979 - დან). წლების განმავლობაში ეკავა მთელი რიგი საპასუხისმგებლო ადმინისტრაციული პოსტები; მუშაობდა სსრ განათლების სამინისტროს უმაღლ. სკოლების სამმართველოს უფროსის მოადგილედ; შოთა რუსთაველის სახ. ბათუმის სახელმწ. პედ. ინ-ტის რექტორად, საქართვ. სსრ მინისტრთა საბჭოს მეცნ. და განათლების სექტორის გამგედ; წლების განმავლობაში იყო საზ-ება "ცოდნის" გამგეობასთან არსებული ფიზიკის, მათემატიკის, ასტრონომიისა და ასტრონავტიკის სამეცნ. საბჭოს თავ-რე; სამეცნ.-პოპულ. ჟურნ. "მეცნიერებისა და ტექნიკის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; საქართველოში ფიზიკის ისტორიის შესწავლის პიონერი. მას ფიზიკის ისტორიის საკითხებში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია და 300-მდე მეცნ.-პოპულ. სტატია; შეისწავლა იოანე პეტრიწის, არსენ იყალთოელის, ანტონ, დავით, იოანე და პეტრე ბაგრატიონების ფიზიკური შინაარსის შემცველი შრომები; დაჯილდოებულია პოლონეთის მეცნ. აკადემიის ნ. კოპერნიკის მედლით; გერმანიის დემოკრ. რესპუბლიკის აკადემიის ვერცხლის მედლით; რუმინეთის მეცნ. აკადემიის ქანდაკებით "მოზროვნე ადამიანები"; უნგრეთის მეცნ. აკადემიის მედლით; ბულგარეთის მეცნ. აკადემიის მედლით "ლეონარდო დავინჩი"; დიდი ბრიტანეთის სამეფო საზ-ების დედოფლის ოქროს გვირგვინის მინიატურული ასლით და სხვა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: მეცნ. ისტორიის პარიზის საერთაშ. აკადემია, აკადემიკოსი (1982). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1982); ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი.

თხზ.: პარკაძე, ვ. (1954). დავით ბაგრატიონი და მისი "შემოკლებული ფიზიკა". თბ., გამომც. ტექნიკა და შრომა; პარკაძე, ვ. (1957). ლაბორატორიული პრაქტიკუმი ფიზიკაში : ელექტრობა, აკუსტიკა, ოპტიკა. თბ., სამეცნ.-მეთოდ. კაბინეტის გამ–ბა; პარკაძე, ვ. (1967). გამოჩენილი ფიზიკოსები : არქიმედე, . გალილეი, . ტორიჩელი, . პასკალი, . ბოილი, . ნიუტონი, . კულონი, . ამპერი, . ომი, . ბაგრატიონი, . აინშტაინი, . ფერმი... და სხვ. თბ., გამომც. განათლება.; პარკაძე, ვ. (თანაავტორი). (1973). მსოფლიოს ფიზიკოსები : მონოგრაფია  წ.2. თბ., გამომც. მეცნიერებ; პარკაძე, ვ. (1994). მოგონებები ქართველ მეცნიერებზე. თბ., გამომც. მეცნიერება, ISBN: 5520011982.