პარი ჰენრი
პარი ჰენრი

პარი ჰენრი  (Parry Henry, 1934), თსუ–ის სამეცნ. საბჭომ ბიოლოგი, ბრისტოლის უნ–ტის ბიოტექნოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი, აირჩია საპატიო დოქტორად (13.IX.1993).

პ. ჰ.  მრავალჯერ იმყოფებოდა თსუ–ში. მან არაერთი საინტერესო ლექცია წაიკითხა ბიოლოგიის ფაკ–ტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის, ამავდროულად, ხელი შეუწყო მეგობრული კავშირების დამყარებას ბრისტოლის უნ–ტთან.

პ. ჰ.-ს მჭიდრო კავშირები აქვს თსუ-ის ბიოფიზიკის კათედრასთან. იგი მუდმივად უწევს კონსულტაციას ლაბორ. თანამშრომლებს, ეცნობა სამეცნ.-კვლ. სამუშაოებს.

პ. ჰ. არის თბილისისა და ბრისტოლის ძმობის საზოგადოების დამაარსებელი.

პ. ჰ. -ის შუამდგომლობით თსუ–დან ბრისტოლის ტექნიკურ უნ–ტში მრავალი თანამშრომელი გაიგზავნა ცოდნის გასაღრმავებლად და სამეცნ. პრაქტიკის მისაღებად. ურთიერთობის ორმხრივად წარმართვისათვის ინგლისელი სტუდენტები ჩამოდიოდნენ საქართველოში და პრაქტიკულ სამუშაოებს აწარმოებდნენ ბიოლოგიის კათედრაზე.