-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
პარელმანი მარკ (6.VI.1932, თბილ.- 14.VIII.2010, თელ-ავივი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1955); საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტის ასპირანტურა (1958). მუშაობდა ფიზიკის ინ-ტში უმცროს მეცნ. თანამშრომლად (1958-დან); სამუშაოდ გადავიდა საქართვ. მეცნ. აკადემიის კიბერნეტიკის ინ-ტში (1961-1997); წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თსუ-ში და საქართვ. პოლიტექნიკურ ინ-ტში; მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში (1997); მუშაობდა ებრაულ უნ-ტში (შაპიროს სტიპენდია, 1997-1998); უკანასკენლი 12 წლის განმავლობაში გამოაქვეყნა მთელი რიგი სამეცნ. სტატიები, ერთი სამეცნ. მონოგრაფია და ორი სამეცნ.-პოპულარული წიგნი. მისი ბოლო მონოგრაფია "Quantum kinetics: duration of basic elementaryprocesses" აშშ-ში გამოქვეყნდა. კვლევის თემა: ურთიერთქმედების ხანგრძლივობის თეორია გაფანტვის, ოპტიკისა და კინეტიკის ამოცანებში. ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1996).