პაპავა ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე
პაპავა ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე

პაპავა ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე (25.III.1955, თბილისი), ეკონომისტი. თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის თეორ. ეკონომიკის  კათედრის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნ. დოქტორი, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი, აკადემიკოს-მდივანი. დაამთავრა თსუ–ის საინჟ.-ეკონომ. ფაკ-ტი ეკონ. კიბერნეტიკის სპეციალობით (1977) და სსრკ–ს მეცნ. აკადემიის ცენტრ. ეკონ.-მათ. ინ - ტის ასპირანტურა (1982). იყო საქართვ. მეცნ. აკად.  ეკონომ. და სამართლის ინ-ტის უმცროსი მეცნ.-თანამშრომელი (1977-1979),  საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომ. ინ-ტის მეცნიერ-ხელმძღვ. (1996) და შემდეგ  ამავე ინ-ტის დირექტორი (1990-1996), თსუ–ის პროფესორი (1982-1991),  საქართვ.  მეცნ. აკადემიის ეკონ. და სამართლის ინ-ტის მთ., წამყვანი, უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი  (2000-2001), საქართვ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართვ. სტრატეგიისა და საერთაშ. ურთიერთობათა კვლევის ფონდის უფრ. მეცნ. თანამშრომელი. თსუ–ის ეკონომიკის ფაკ-ტის მიკროეკონომიკის კათედრის გამგე (2003-2005); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008); ფულბრაიტის გრანტის ფარგლებში ჯ. ჰოპკინსის უნ-ტის ცენტრ. აზიისა და კავკასიის ინ-ტის მიწვეული მკვლევარი (აშშ, 2005-2006); პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის მთ. მეცნიერ- თანამშრომელი (2008); თსუ-ის 28-ე რექტორი (2013-2016), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოს-მდივანი (2023). დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2022); მიენიჭებული აქვს ფ. გოგიჩაიშვილის სახ. პრემია  წიგნისათვის: Necroeconomics: The Political Economy of Post-Communist Capitalism (2008). სხვა ავტორებთან ერთად მიღებული ავს საქართვ. განათლების სამინისტროს პრემია, სახელმძღვანელოსთვის: სამრეწველო საწარმოს ორგანიზაცია, დაგეგმვა და მართვა (1987). მიენიჭა გრ. რობაქიძის სახ. უნ-ტის საპატიო  დოქტორის  წოდება (2025); თბილ. საპატიო მოქალაქის წოდება (2026). როგორც საქართვ. საკონსტიტუციო კომისიის წევრს, ხელი აქვს მოწერილი საქართვ. კონსტიტუციაზე (1995). მისი ძირითადი პუბლიკაციების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების, სტატიების საერთო რაოდენობა 500-ზე მეტია.

თხზ.: Papava, V. (თანაავტორი). (2010). The Economic Development Complex in the Black Sea Area: The Impact of the Global Financial and Economic Crisis. Athens, ISBN 978-960-6885-16-7; Папава, Вл., Исмаилов, Э. (2010). Центральная Евразия: геополитическое переосмысление. Стокгольм. CA&CC Press; Papava, Vl., Ismailov, E. (2010). Rethinking Central Eurasia. Washington, D.C., Johns Hopkins University-SAIS; Stockholm, Institute for Security and Development Policy, ISBN: 978-91-85937-77-6; პაპავა, ვლ. (თანაავტორი). (2010). ნეკროეკონომიკის ზომბირება: გლობალური ფინანსურ–ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებზე. თბ., პაატა გუგუშვილის სახ.   ეკონ. ინ-ტის გამ.,ISBN9789941906091; Papava, V. (2011). EU Eastern Neighborhood. Economic Potential and Future Development. Heidelberg, Springer, Rethinking Central Eurasia. Washington, D.C., Johns Hopkins University-SAIS; Stockholm, Institute for Security and Development Policy; Папава, Вл., Ананиашвили, Ю. (2011). Налоги и макроэкономическое равновесие: лафферо- кейнсианский синтез. Стокгольм. CA&CC Press, ISBN 978-91-978153-5-2; პაპავა, ვლ. (თანაავტორი). (2012). ცენტრალური ევრაზია: ახლებური გეოპოლიტიკური გააზრება. თბ., ინტელექტი, ISBN 9789941440281; Papava, V., Ananiashvili, I. (2014). Laffer-Keynesian Synthesis and Macroeconomic Equilibrium. New York, Nova Science Publishers; პაპავა, ვლ. (2015). საქართველოს ეკონომიკა:რეფორმები და ფსევდორეფორმები. თბ., ინტელექტი, ISBN9789941458187; პაპავა, ვლ. 2020.   არატრადიციული ეკონომიკსი: მეთოდოლოგია და მეთოდიკა (მე-2 გამოცემა). თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN9789941132391; Papava, Vl. (2020). Becoming European: hallenges for Georgia in the Twenty-First Century.  Publisher: iUniverse, ISBN-13:978-1663207623; Papava, Vl. (2024). From Retroeconomics to Sctionomics: Essays on Unconventional Economics. Publisher : ‎iUniverse, ISBN-13: ‎978-1663265777.

ლიტ.: Greer, N. (2012). Vladimer Papava. Beau Bassin: Patho Publishing, ussell J.; Russell, J., Cohn, R. (2012).Vladimer Papava. Edinburgh, LENNEX Corp.