-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
პაპავა იური იოსების ძე (04.XII.1945, სოფ. ნაფიჩხოვო. ჩხოროწყუს რ–ნი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1967). იმავე წელს მუშაობა დაიწყო თსუ-ის ნახევარგამტართა ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში, სადაც გაიარა გზა ლაბორანტიდან უფრ. მეცნ. მუშაკამდე. სწავლობდა თსუ-ის ასპირანტურაში. კვლევის სფერო - მყარი სხეულების და ნახევარგამტარების ფიზიკა (1968-1972). თანამშრომლობდა ლენინგრადის იოფეს სახ. ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტთან. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მყარ სხეულებში ელექტრონული სპინების ოპტიკური ორიენტაციის თემაზე (1987). იყო ზოგადი ფიზიკის კათედრის დოცენტი (1993-2006), დღემდე არის ზოგადი ფიზიკის სასწ.- სამეცნ. ლაბორ. გამგე (2007-დან). მიიღო დოცენტის წოდება (1995). იყო ფიზიკის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე სასწ. დარგში (1993-2003). არის 22 სამეცნ. შრომის ავტორი, მათ შორის საშ. სკოლაში ფიზიკის სწავლების მეთოდიკის მიმართულებით. გამოცემული აქვს 5 წიგნი, მათ შორის „საყმაწვილო ენციკლოპედია(ფიზიკა)“. გადაეცა სასწ. წლის საუკეთესო პედაგოგის სერტიფიკატი (2014-2015). მიღებული აქვს საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტი „სამეცნიერო-პოპულარული ლექციები საჯარო სკოლებისათვის“ (2009).