პაპავა გივი შალვას ძე (20.X.1931, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1955), ა. ნესმეიანოვის სახ. ელემენტორგანული ნაერთების ინ-ტის ასპირანტურა (მოსკოვი, 1961). ქიმიის მეცნ. კანდ. (1965), ქიმიის მეცნ. დოქტორი და პროფესორი (1975). საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (1957-1965), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1965-1986), მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორ. გამგე (1986-დან). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ლაბორ. გამგე, მთ. მეცნიერ თანამშრომელი და სამეცნ. საბჭოს წევრი (2018-დან). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: პოლიმერების ქიმია, მასალათა ტექნოლოგია და სას.-სამ. ბიოტექნოლოგიები. პ. გ.-ს შრომები ეხება სოფლ. მეურნეობისათვის ახ. ტიპის პროლონგირებული ქმედების სასუქების შექმნას, სხვადასხვა კლასის პოლიმერების სინთეზს და ახ. ტიპის ანტიფრიქციული მასალების მიღებას. ნაშრომების მნიშვნელოვანი ციკლი ეძღვნება ჰეტეროციკლური პოლიმერების სინთეზსა და კვლევას. უაღრესად მნიშვნელოვანია პ.გ.-ს მიერ თერმორეაქტიული პოლიმერების დარგში შესრულებული კვლევები. მის მიერ დამუშავებულია მარცვლეული კულტურების სათესლე მასალის მრავალკომპონენტიანი დრაჟირებული კაპსულირებული კომპოზიციების მიღების ორიგინ. მეთოდი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში, მათ შორის SCOPUS ბაზაში:„Synthesis Process Research of Urea-Formaldehyde Linear Oligomers when Carrying Out Polycondensation in a Solution to Obtain Biodegradable Nitrogen Fertilizers“ (Environmental Technology and Sustainability: Physical, Chemical and Biological Technologies for Environmental Protection, 2024); „Oligomeric Nitrogen Fertilizer“ (Sustainability in Polymer Technology and Plastics Engineering: Concepts, Strategies, and Opportunities, 2025); „Cured Glycidyl Ethers with Condensed Carbon Cycles“ (Advanced Topics in Polymer Chemistry and Materials Science, 2025) და სხვ. თანაავტორია 6 მონოგრაფიის, მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი 19 მოწმობა, მათ შორის: „პროლონგირებული მოქმედების პოლიმერული აზოტოვანი სასუქის მიღების ხერხი“; „გრაფიტის სპილენძით პლაკირებული კომპოზიციის მიღების ხერხი“; „ფოროვანი მასალის მიღების ხერხი“; „ნოვოლაქური ოლიგომერების მიღების ხერხი“; „რეზოლური ოლიგომერების მიღების ხერხი“ და სხვ. მონაწილეა ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების. საერთაშ. (ISTC, STCU, CRDF) და შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური და გამოყენებითი პროექტების ავტორი და ხელმძღვ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაცულია 15 საკანდიდატო დისერტაცია.
თხზ.: Papava, G. (თანაავტორი). (2019). Card Type Aromatic Polyesters. Card type aromatic polyesters LAP LAMBERT Academic Publishing, ISBN: 9786200231352; Papava, G. (თანაავტორი). (2022). Aromatic polyesters based on the norbornane type bisphenols. LAP LAMBERT Academic Publishing, ISBN: 9786204981994; Papava, G. (თანაავტორი). (2023). Research in the field of epoxy polymers card type. LAP LAMBERT Academic Publishing, ISBN: 9786206790167.