-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
პაპავა გიორგი ვლადიმერის ძე (1923, სამტრედია - 2012), სკოლის დამთავრებისთანავე გ.პ. სამამულო ომში გაიწვიეს. დაბრუნების შემდეგ სწავლა გააგრძელა თსუ–ში ეკონომიკის ფაკ–ტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით (1951). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიაში ეკონომიკის ინ–ტში, მოღვაწეობა განაგრძო თსუ-ში (1962). იყო უფრ. მასწავლებელი, შემდეგ დოცენტი და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ,,საქართველოს სსრ ჩაის მრეწველობაში შრომის მწარმოებლურობის და პროდუქციის დაგეგმვის გაუმჯობესების საკითხები" (1973). მუშაობდა საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებული სახ. მეურნეობის, ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ. კვლევით ინ–ტში განყ–ების გამგედ (1974-1982), საკავშირო შრომის სამეცნ. კვლევითი ინ-ტის საქართვ. ფილიალის განყ-ების გამგედ(1978-1982). საქ. ფინანსთა სამინისტროს სამეცნ. საწარმოო სასწ. გაერთიანების განყ-ების გამგედ (1982-1994), საქართვ. ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ ეკონ. და სოციალურ პრობლემათა კვლევით ინ–ტში მთ. მეცნიერ-თანამშრომლად (1994-1996). გამოაქვეყნა100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 15 მონოგრაფია. მისი სამეცნ. კვლევა-ძიება მოიცავდა სამრეწვ. საწარმოთა ეკონომიკის, ორგანიზაციის, მართვის თეორიისა და ეკონ. ანალიზის მეთოდოლოგიას. მან შექმნა ეკონომეტრიკის ახალი განყ-ების საფუძვლები, რ–იც დაუკავშირა საწარ. სისტემის ტექნიკურ–ეკონ. მახასიათებელთა მარკეტინგულ მართვას. მის მიერ პირველადაა გამოყენებული მეცნ. შემეცნების სისტემური მეთოდოლოგია „პერიოდანტულ-გენეტიკური მიდგომის“ სახით. მანვე პირველმა შექმნა ეკონ. მახასიათებელთა მულტიპლიკაციური მთლიანობითი სისტემა და ამით შეძლო მენეჯმენტის ორგანიზებულობის გაზომვა. პ.გ.–ს და პ.ვ.–ს მონოგრაფიულ სახელმძღვანელოს: ,,სამრეწველო საწარმოს ორგანიზაცია, დაგეგმვა და მართვა“, მინიჭებული აქვს საქართვ. განათლების სამინისტროს პრემია. პროფ. პ.გ. იყო საქართვ. ეკონ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი, საქართვ. ტექნიკურ მეცნ. აკად. წევრი და ვიცე-პრეზიდენტი. ორიგინ. და ფილოსოფ. აზროვნების ნიმუშია მისი ფუნდამენტური კვლევა შერეული საბაზრო ეკონომიკური და პარალოგიზმების შემეცნების მეთოდოლოგია; ფუნდამენტური მეცნიერული ნაშრომია საბაზრო ეკონომიკის გამოჯანსაღების და ნორმალიზაციისათვის საქართველოში, რ–იც თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საუკეთესო მაგალითია. სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდასა და ეკონ. მეცნ. განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით (1998), მედლით–შრომითი მამაცობისათვის, ასევე, გერმანიაზე გამარჯვებისთვის, კავკასიის დაცვისთვის, სამამულო ომის II ხარისხის ორდენით.
თხზ.: პაპავა, გ. (1969). სამრეწველო საწარმოს ორგანიზაციისა და დაგეგმვის საფუძვლები მუშაობის ახალ პირობებში. თბ., საბჭ. საქართველო; პაპავა, გ. (1998). სამრწეველო ფირმის ორგანიზაცია და მართვა, ტ. 1. თბ., სამშობლო; პაპავა, გ. (1998). სამრწეველო ფირმის ორგანიზაცია და მართვა, ტ. 2. თბ., სამშობლო; პაპავა, გ. (2004). მეწარმეობის საფუძვლები. თბ., სიახლე; პაპავა, გ. (2011). ეკონომიკის საბაზრო ტექნოლოგია. თბ., პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის გამ–ბა.