-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პაპასქირი თეიმურაზ ზურაბის ძე (06. XII. 1974, მოსკოვი), ისტორიკოსი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის სოხუმის ფილიალის ისტ.-იურიდ. ფაკ-ტი, ისტორიის სპეციალობით (1996) და თსუ-ის ასპირანტურა (1998). მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: „მეორე ფრონტის მომზადებისა და გახსნის პრობლემა აშშ-ინგლისის დიპლომატიაში: 1941-1943“ (1998). არის ისტორიის მეცნ. კანდ. (1998); თსუ-ის სოხუმის ფილიალის მსოფლიოს ისტ. კათედრის მასწავლებელი (1998-2003) და დოცენტი (2003); ვისკონსინის უნ-ტის (ოკლერი, აშშ) მოწვეული პროფესორი (2005-2006); თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006); პროფესორი (2009); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის მსოფლიო ისტ. ინ-ტის ხელმძღვ. (2013-2015; 2018-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ახ. და უახლესი ისტ. კათედრის (მიმართულების/დეპარ.) ხელმძღვ. (2006-დან); იყო საქართვ. პრეზიდენტის სტიპენდიატი ახალგაზრდა მეცნიერთა შორის (2000-2003); ნიუ-იორკის ღია საზ-ბის ინ-ტის (2004-2006) და გერმ. აკად. გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიატი (2007); საქართვ. პრეზიდენტის გრანტის მფლობელი ახალგაზრდა მეცნიერთათვის (2009). Erasmus+-ის პროფესორთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მას წაკითხული აქვს მოკლე სალექციო კურსები დუბლინის (დუბლინი, ირლანდია, 2016); ტუშასა (ვიტერბო, იტალია, 2019) და კრაკოვის პედაგოგიურ უნ-ტეტბში (კრაკოვი, პოლონეთი, 2023). არის 50-ზე მეტი სამეცნ. და სამეცნ.-პოპულ. პუბლიკაციის, მათ შორის, რამდენიმე მონოგრაფიის, აგრეთვე საუნ-ტო და სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი; მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართ., ინგლ., რუს., ლატვიურ ენებზე. ეწევა აქტიურ სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობას; არის საქართვ. ექვთიმე თაყაიშვილის საისტ. საზ-ბის აფხაზეთის ორგანიზაციის წელიწდეულის - „საისტორიო ძიებანი“ - სარედაქციო კოლეგიის წევრი; მისი რედაქტორობით გამოიცა ათეულობით ნაშრომი, მათ შორის, ზბიგნევ ბჟეზინსკის წიგნის „დიდი საჭადრაკო დაფა“ ქართ. თარგმანი (2014); არის ასევე აფხაზეთის ისტ. ინგლისურენოვანი გამოცემის (Why Abkhazia is Georgia: A True History.-Tbilisi, 2021) მთარგმ. და რედ.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): პაპასქირი, თ. (1996). სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი ჰიტლერის წინააღმდეგ: 1941-1945: დიპლომატიური ქრონიკა და საომარი მოქმედებები. თბ., აღმაშენებელი; პაპასქირი, თ. (2002). მეორე ფრონტის მომზადებისა და განხორციელების პრობლემა აშშ - ინგლისის დიპლომატიაში. თბ., ანი-XXI, ISBN: 9992803258; პაპასქირი, თ. (2006). „დიდი სამეულის“ დიპლომატია ევროპაში ომის დასკვნით ეტაპზე, 1944 წ. სექტემბერი – 1945 წ. მაისი. თბ., თსუ-ის სოხუმის ფილიალის გამ-ბა, ISBN: 999400817X; პაპასქირი, თ. (2009). ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია: 1914-1945: ნაკვ. 1. თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941101595; პაპასქირი, თ. (2010). „დიდი სამეულის“ კონფერენციები (თეირანი, იალტა, პოტსდამი). თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941102400.