პაპაშვილი სულხან ანზორის ძე
პაპაშვილი სულხან ანზორის ძე

პაპაშვილი სულხან ანზორის ძე (14.II.1966, სოფ. ჭკადუა, ზუგდიდის რ-ნი), იურისტი, გენერალ-ლეიტენანტი, ბიზნესმენი, დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1988). მუშაობდა თბილ. გარნიზონის სამხ. პროკურატურაში (1988-1990); იყო ნაძალადევის რ-ნის პროკურატურის გამომძიებელი (1990-1993); პროკურორის თანაშემწე (1993-1995); სახელმწ. მეთაურის აპარატის თავდაცვის, უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების სამსახურის სახელმწ. მრჩეველი (1995); ეროვნ. უშიშროების საბჭოს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სახელმწ. მრჩეველი (1996-1997), შემდეგ ამ სამსახურის უფრ. (1997-1998); სახელმწ. დაცვის სპეც. სამსახურის უფრ. (1998-2003). პ. ს.-მ კარიერა კერძო სექტორში, ბიზნესში განაგრძო (2003-დან, სს „ბანკი რესპუბლიკა“, შპს „რედიქსი“ და სხვ.). 

ლიტ.: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი: 1998-1999. თბ., 1999.