პაპაშვილი მურმან გულიკოს ძე
პაპაშვილი მურმან გულიკოს ძე

პაპაშვილი მურმან გულიკოს ძე  (04. IX. 1954, სოფ. ქვემო ბარღები, აფხაზეთი, გალის რაიონი), ისტორიკოსი, თსუ-ის პროფესორი (2013). დაამთავრა გორის პედ. ინ-ტი (1977). იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და არქეოლ. ინ-ტში ხარისხის მაძიებელი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1979-2006); ისტორიის მეცნ. კანდ. (1987). მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველო - ვატიკანის ურთიერთობა XVII-XVIII საუკუნეებში“ (1998). პ. მ. იყო გორის დამოუკიდებელი პედ. ინ-ტის ისტ. კათედრის გამგე (1992-1995); თსუ-ის მსოფლიო ისტ. სადისერტაციო საბჭოს წევრი (2000-2006); გორის სახელმწ. უნ-ტის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2003-დან);  თსუ-ის ზუგდიდის ფილიალის მსოფლიო ისტ. კათედრის გამგე (2003-2005); თსუ-ის ზუგდიდის ფილიალის დირექტორი (2005-2007); სტუ-ის პროფესორი და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი (2003-2013); სტუ-ის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი (2008-2011); თსუ-ის შუა სს. ისტ. მიმართულების ხელმძღვ. (2013-დან). პ. მ.-ის ხელმძღვანელობით გამოიცა საუნ-ტო სახელმძღვანელოები: „შუა საუკუნეების ისტორია“ (ტ. I, 1994), „დასავლეთ ევროპის ისტორია. XVI ს.“ (2015).  იგი კითხულობს საუნ-ტო კურსებს: შუა სს. ისტ., ბიზანტიის ისტ., კათოლ. ეკლესიის ისტ., არაბ. ესპანეთი და რეკონკისტა, საქართვ. და ევროპა, საქართვ. ევრ. იდენტობა, მედიევისტიკის კვლევის ძირითადი პრობლემები და სპეციფიკა, პაპობა და დასავლური ცივილიზაცია. პ. მ.-მა თარგმნა და გამოსცა იტალ. ისტორიკოსის პატრიცია ანა ლიჩინის ნაშრომი: „კრისტოფორო კასტელი და მისი მისია საქართველოში“ (2009). მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ითარგმნა და გამოიცა ვატიკანის „პროპაგანდა დე ფიდეს“ არქივში დაცული საარქივო მასალები საქართვ. შესახებ:  „დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი. რელაცია საქართველოზე“ (XVII ს.) (2014); „დონ არქანჯელო ლამბერტი. რელაცია საქართველოზე“ (XVII ს.) (2015); „ევროპული წყაროები საქართველოს შესახებ“  (XVII ს. უკანასკნელი მეოთხედი) (2018); „ევროპული წყაროები საქართველოს შესახებ“  (XVIII ს.) (2020). ვატიკანის ახალ საარქივო მასალებზე დაყრდნობით პ. მ.-ის თანაავტორობით  გამოიცა მონოგრაფია ქართ. და ინგლ. ენებზე: „საქართველო ევროპულ სამყაროში (XVII ს-ის 70-იანი წლები-XVIII ს.)“ (2020); „Georgia in the European World (The 70-s of the XVII Century-XVIII Century)“ (2021); ასევე მისი თანაავტორობით გამოიცა გამოკვლევა: „საქართველო XVI საუკუნის ევროპულ წყაროებში“ (2021); „ბერნარ ეჟენ ანტუან როტიეს ისტორიული ნარკვევი ქრისტიანული რელიგიის შესახებ საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში“ (2024). პ. მ. არის ჟურ. „საისტორიო ვერტიკალების“ რედაქტორის მოადგილე; გორის უნ-ტის ისტ. და არქეოლ. ცენტრის შრომათა კრებ. სარედაქციო კოლეგიის წევრი და იყო ჰუმანიტარულ მეცნ. ჟურ. „საქართველოს“  რედ.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): პაპაშვილი, მ. (1992). საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი (XVIII საუკუნის პირველი მეოთხედი). თბ., მეცნიერება; პაპაშვილი, მ. (1995). საქართველო-რომის ურთიერთობა VI-XX სს., თბ., გამ-ბა აღმაშენებელი; პაპაშვილი, მ. (1998). საქართველო-რომის საეკლესიო და დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიიდან (VI-XVI საუკუნეები). თბ., ირმისა;  პაპაშვილი, მ. (2019). საქართველო დასავლეთის აღმოსავლური პოლიტიკისა და ეკლესიათა უნიის კონტექსტში (XIII-XIV საუკუნის 30-იანი წლები). თბ., საჩინო, ISBN: 9789941962134.