პაპაშვილი მურმან
პაპაშვილი მურმან

პაპაშვილი მურმან გულიკოს ძე (04.IX. 1954, აფხაზეთი, გალის რაიონი, სოფ. ქვემო ბარღები), ისტორიკოსი, თსუ-ის პროფესორი (2013). დაამთავრა გორის პედ.ინსტიტუტი (1977). ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და არქეოლოგიის ინ-ტში ხარისხის მაძიებელი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1979-2006); ისტორიის მეცნ. კანდიდატი (1987), ისტორიის მეცნ. დოქტორი (1998); თსუ-ის მსოფლიო ისტორიის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2000-2006); თსუ-ის ზუგდიდის ფილიალის მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგე (2003-2005); თსუ-ის ზუგდიდის ფილიალის დირექტორი (2005-2007); სტუ-ის პროფესორი (2003-2013); თსუ-ის შუა ს. ისტორიის მიმართულების ხელმძღვ. (2013-დან). მ. პ.-ს ხელმძღვანელობით გამოიცა საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები: „შუა საუკუნეების ისტორია“  ( ტ. I, 1994), “დასავლეთ ევროპის ისტორია“ (XVI ს, 2015).  კითხულობს საუნივერსიტეტო კურსებს: შუა ს. ისტორია, ბიზანტიის ისტორია, კათოლიკური ეკლესიის ისტორია, არაბული ესპანეთი და რეკონკისტა, საქართველო და ევროპა, საქართვ. ევრ. იდენტობა, მედიევისტიკის კვლევის ძირითადი პრობლემები და სპეციფიკა, პაპობა და დასავლური ცივილიზაცია. მ. პ.-მ თარგმნა და გამოსცა იტალ. ისტორიკოსის პატრიცია ანა ლიჩინის ნაშრომი „კრისტოფორო კასტელი და მისი მისია საქართველოში“ (2009). მ.პ.-ს უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ითარგმნა და გამოიცა ვატიკანის „პროპაგანდა დე ფიდეს“ არქივში დაცული საარქივო მასალები საქართვ. შესახებ:  „დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი. რელაცია საქართველოზე“ (XVII ს., (2014); “დონ არქანჯელო ლამბერტი. რელაცია საქართველოზე“ (XVII ს., 2015); “ევროპული წყაროები საქართველოს შესახებ“  (XVII ს. უკანასკნელი მეოთხედი, 2018); “ევროპული წყაროები საქართველოს შესახებ“  (XVIII ს., 2020). ვატიკანის ახალ საარქივო მასალებზე დაყრდნობით მ. პ-ს თანაავტორობით  გამოიცა მონოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე: “საქართველო ევროპულ სამყაროში (XVII ს-ის 70-იანი წლები -XVIII ს.)“ (2020); „Georgia in the European World (The 70-s of the XVII Century-XVIII Century“ (2021); ასევე მ. პ.-ს თანაავტორობით გამოიცა გამოკვლევა: „საქართველო XVI საუკუნის ევროპულ წყაროებში“ (2021); „ბერნარ ეჟენ ანტუან როტიეს ისტორიული ნარკვევი ქრისტიანული რელიგიის შესახებ საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში“ (2024). მ. პ. არის ჟურ. „საისტორიო ვერტიკალების“ რედაქტორის მოადგილე. გორის უნ-ტის ისტ. და არქეოლოგიის ცენტრის შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი. იყო ჰუმანიტარულ მეცნ. ჟურ. „საქართველო-ს“  რედაქტორი.

თხზ.: პაპაშვილი, მ. (1992). საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი (XVIII საუკუნის პირველი მეოთხედი), გამომცემლობა მეცნიერება; პაპაშვილი, მ. (1995). საქართველო-რომის ურთიერთობა VI-XX სს., გამომცემლობა აღმაშენებელი; პაპაშვილი, მ.(1998). საქართველო-რომის საეკლესიო და დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიიდან (VI-XVI საუკუნეები), გამომცემლო ირმისა;  პაპაშვილი, მ. (2019). საქართველო დასავლეთის აღმოსავლური პოლიტიკისა და ეკლესიათა უნიის კონტექსტში (XIII-XIV საუკუნის 30-იანი წლები, გამომცემლობა საჩინო.