პაპალაშვილი გოგიტა გელას ძე (22.VII.1993, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ.-ბათა ფაკ-ტის ფიზიკის მიმართულების საბაკალავრო (2015), სამაგისტრო (2017) და სადოქტორო (2023) პროგრამები. ფიზიკის მეცნ. აკად. დოქტორის ხარისხი მიენიჭა სადისერტაციო ნაშრომზე: „Reconstruction of atmospheric muon flux at the initial stage of the KM3NeT experiment“ (2023), რომელიც წარმოადგენს საქართვ.-ში შესრულებულ პირველ სადისერტაციო ნაშრომს KM3NeT საერთაშ. თანამშრომლობის ექსპერ. მონაცემებზე. სწავლის პარალელურად პ. გ.-მ მუშაობა დაიწყო თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში სხვადასხვა პოზიციებზე (2017-დან). პ. გ. გარკვეული პერიოდულობით, ასევე არის ბირთვული ფიზიკის ეროვნ. ინ-ტის ქ. ბარის სექციაში მეცნ. მკვლევარი (INFN, იტალია, 2023-დან). პ. გ.-ს სამეცნ. კვლევების ძირითადი მიმართულებებია: ნეიტრინული, ასტრონაწილაკების და კოსმოსური სხივების ფიზიკა. არის KM3NET - საერთაშ. თანამშრომლობის წევრი და 60-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალ რეიტინგულ საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: ,,Sensitivity of the KM3NeT/ARCA neutrino telescope to point-like neutrino sources“ (Astropart.Phys. 111, 2019); ,,Determining the neutrino mass ordering and oscillation parameters with KM3NeT/ORCA“ (Eur.Phys.J.C 82, 2022); ,,Observation of an ultra-high-energy cosmic neutrino with KM3NET“ (Nature 638, 2025); ,,Monte Carlo studies of the muon decay detection at Cherenkov neutrino telescops” (მოამბე=Bulletin, ტ.19 (193), N1, 2025). პ. გ. არის ათეულობით ადილ. და საერთაშ. კონფერენციისა და სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე. პ. გ. გახდა შ. რუსთაველის სახ. საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ახალგაზრდა მეცნიერის კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის „KM3NeT დეტექციის ერთეულების აწყობა-კალიბრება და მონაცემების ანალიზი KM3NeT ნეიტრინული ექსპერიმენტის საწყის ეტაპზე“ გამარჯვებული (2025).