პაპალაშვილი გიორგი მიხეილის ძე
პაპალაშვილი გიორგი მიხეილის ძე

პაპალაშვილი გიორგი მიხეილის ძე (25.XII.1908, სოფ. ტიბაანი, სიღნაღის რ-ნი - 20.I.1974, თბილისი), გენეტიკოსი, ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1957), პროფესორი (1959), საქართვ. გენეტ. და სელექციონერთა საზ-ბის პრეზიდენტი, საქართვ. მეცნ. დამსახ. მოღვაწე (1972). დაამთავრა თსუ-ის ზოოტექნიკური განყ-ბა (1931).  სწავლა განაგრძო მოსკ. მეცხოველეობის ინ-ტის ასპირანტურაში. საკანდიდატო დისერტაციის წარმატებით დაცვის შემდეგ მოიწვიეს თსუ-ში, გენეტიკის კათედრის გამგედ რ-საც ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე (1936). გიორგი პაპალაშვილი აღიარებულია როგორც გენეტიკის ფუძემდებელი საქართველოში. მისი საქმიანობა მოიცავდა რამდენიმე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და უმაღლეს სასწავლებელს. გიორგი პაპალაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან, სადაც წლების განმავლობაში ეკავა სამეცნიერო ნაწილში დირექტორის მოადგილის თანამდებობა. მისი ავტორობით გამოცემულია სახელმძღვანელოები გენეტიკასა და ზოგად ბიოლოგიაში ქართულ და რუსულ ენებზე. მისმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ საფუძველი ჩაუყარა გენეტიკოსთა ახალ თაობას. იგი გენეტიკის ერთ-ერთ ფუძემდებელია. მისი სამეცნ.-პედ. საქმიანობა აქტიურად მიმდინარეობდა მეცხოველეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტსა და თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტზე, სადაც ის ხელმძღვანელობდა სამეცნ.-პედ. საქმიანობას გენეტ., ზოგად ბიოლ., მეცხოველეობასა და სხვა დისციპლინებში. იგი ავტორია სახელმძღვანელოებისა გენეტიკასა და ზოგად ბიოლოგიაში. ძირითად ნაშრომებში განხილულია ზოგადი და რადიაციული გენეტ,, აგრეთვე ცხოველთა (თუთის აბრეშუმხვევია, ქართ. ცხვარი) და მცენარეთა (სიმინდი) კერძო გენეტიკის საკითხები. შეიმუშავა მრავალტაროიანი სიმინდის გენეტ.  ტიპების შექმნის გზები.  

თხზ.: პაპალაშვილი, გ. (1967). სხივური ენერგიის ბიოლოგიური ეფექტურობა და სოფლის მეურნეობა. თბ., საბჭ. საქართვ.