-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ასოცირებული პროფესორი
პაიჭაძე თამარ ანზორის ასული (23. IX. 1960, თბილისი) ფილილოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1984), ფილოლოგიის დოქტორი (1988); მისი სადისერტაციო ნაშრომია „მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ქართული პოეზია - შოთა ნიშნიანიძე“ (1988). იყო თსუ-ის ასპირანტურის განყ-ბის მაძიებელი (1985-1988); საქართვ. პროფკავშირთა კულტ. სასახლის მეთოდისტი (1983-1990); კვალიფიკაციის ამაღლების საერთაშ. პროგრამების მონაწილე („ევროკავშირის საგანმანათლებლო სისტემები: თანამშრომლობის და განვითარების პერსპექტივები“, „განათლებისა და პუბლიკაციის პერსპექტივები აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების პირობებში”, „კომუნიკაციური დიდაქტიკა და საერთაშორისო კომუნიკაცია - მულტილინგვისტური სწავლების პარამეტრები“ 2010-2021); იყო წევრი ავანგარდისა და მოდერნიზმის შემსწავლელი ევრ. ქსელის (EAM) მოდერნისტული კვლევების ასოციაციისა (AMR); ნარატოლოგიის ევრ. ქსელისა (ENN); კომპარატივისტული ლიტ-რის მსოფლიო ასოციაციისა (ICLA), თსუ-ის უახლესი ქართ. ლიტ-რის ისტ. კათედრის დოცენტი (1995-2006); თსუ-ის უახლესი ქართ. ლიტ-რის ისტ. კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; მასწავლებელი (1990-2006); საქართვ. დავით აღმაშენებლის სახ. უნ-ტის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის პროფესორი (2006-2011); არის თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-დან); საერთაშ. საგანმან. ცენტრის - ზოგადსაგანმან. სკოლა „მომავლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვ. (მარნეულის მუნიციპ., 2018-დან); ხაზარის საერთაშ. უნ-ტის თანაწარმომადგენელი საქართველოში; თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სამი მოწვევის წევრი (2006-2013, 2013-2018, 2019-2023); სტუდენტთა საერთაშ. სამეცნ. წრის „მერმისის“ ხელმძღვ. ყოველწლიური საერთაშ. კონფერენციის „ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ დაფუძნებელი და ხელმძღვ.; სტუდენტთა სამეცნ. ჟურნ. „მერმისის“ მთ. რედ.; თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს წევრი და ნაშრომების ხელძღვ.; შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის - ფუნდამენტური სამეცნ.-კვლ. საგრანტო კონკურსის ექსპერტი; რესპ. სამეცნ. გრანტებისა და პროექტების მონაწილე (თსუ-ის; შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის, საქართვ. კულტ. სამინისტროს და სხვა საგრანტო პროექტების); არის ლიტ-რის დარგში ნობელის პრემიის; „წინანდლის“ პრემიისა და სხვადასხვა ლიტ. პრემიების კომისიების წევრი; აკად. თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსების კომისიის წევრი; საერთაშ. კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და სამეცნ. მოხსენებების ხელმძღვ. კითხულობდა სალექციო ციკლებს უცხოეთის სამეცნ. ცენტრებში (რიზეს რეჯებ ტაიფ ერდოღანის საერთაშ. უნ-ტში; ხაზარის საერთაშ. უნ-ტში; ბაქოს სლავიანურ უნ-ტში, სტამბულის კულტ. უნ-ტში); არის ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ფორუმების მონაწილე (100-ზე მეტი) მომხსენებლის, სექციის ხელმძღვანელის, საორგანიზაციო და სამეცნ. კომიტეტების წევრის რანგში (საქართვ. ჰარვარდის, სორბონის კენტის, კამოეშის, ხაზარის, რენის, ლუვენის, ფოსკარის და სხვა მრავალი უნ-ტისა და სამეცნ. ცენტრების მიერ ორგანიზებულ კონგრესებში, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში). პ. თ. არის 6 წიგნის (მათ შორის 1 სახელმძღვანელო, დამტკიცებული თსუ-ის სამეცნ. საბჭოს მიერ) და 60-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი, მაგ.: „ლიტერატურის ისტორიის სისტემურ-მეთოდოლოგიური კლასიფიკაციისათვის“ (2011), „გრიგოლ რობაქიძე ქართული სიმბოლიზმის კონტექსტში“ (2005), „ნიცშეანური ნარატივი მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურაში“ (2025) და ა.შ.
თხზ.: პაიჭაძე, თ. (2003). ლიტერატურული წერილები. თბ., უნ-ტის გამ-ბა, IBSN: 999401305X; პაიჭაძე, თ. (2009). ქართველი ლირიკოსები. თბ., უნ-ტის გამ-ბა, IBSN: 9789941131127; პაიჭაძე, თ. (2018). მოდერნიზმი და ქართული ლიტერატურა. თბ., უნ-ტის გამ-ბა, IBSN: 9979941136771; პაიჭაძე, თ. (თანაავტორი). (2022). ელენე დარიანის დღიურები. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941849763; პაიჭაძე, თ. (2024). ქეთევან დედოფალი ლიტერატურაში - ტრადიცია და თანამედროვე რეფლექსია-„წმინდა მოწამე ქეთევან დედოფალი“: (სამენოვანი კრებული ეძღვნება საქართველოსა და პორტუგალიის ისტორიულ ურთიერთობებს). თბ., თსუ-კამოეშის უნ-ტები, ISBN: 9789941873584.