-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი მწერალი კურსდამთავრებული
პაიჭაძე სოსო ნესტორის ძე (21.VIII, 1943, ბათუმი- 30.VIII.1994, თბილისი), მწერალი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1965). იყო კინოსტუდია "ქართულ ფილმის" რეჟ. ასისტენტი; საქართვ. ტელე-რადიო მაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტის ლიტ. გადაცემების უმცროსი რედაქტორი; პასუხუსმგებელი მდივნი, მთ. რედაქტორი; ჟურნ. "მნათობის" მთ. რედ. მოადგილე; გაზ. "ლიტერატურულ საქართველოში" გამოქვეყნდა მწერლის პირველი ლიტერატურულ-კრიტ. სტატია (1969); პ.ს. წლის საუკეთესო მოთხრობას "თბილი გრძნეული წვიმა" მწერალთა კავშირის პრემია მიენიჭა (1990). მისი მოთხრობები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, უნგრულ, ჩეხურ, გერმანულ და იუგოსლავიურ ენებზე.
თხზ.: პაიჭაძე, ს. (1970). მეთევზე. თბ., ცისკარი; პაიჭაძე, ს. (1977). უკანასკნელი დუბლი. კრებ. თბ., მერანი; პაიჭაძე, ს. (1985). მოთხრობები. თბ., მერანი; პაიჭაძე, ს. (1995). სადაით დაეცი: მოთხრობები. თბ., მერანი; პაიჭაძე, ს. (თანაავტორი). (2019). Gürcü hekayələri: Gürcü dilindən tərcümə edən Mirzə Məmmədoğlu. Tb., Universal