პაიჭაძე ნუგზარ ნიკოლოზის ძე
პაიჭაძე ნუგზარ ნიკოლოზის ძე

პაიჭაძე ნუგზარ ნიკოლოზის ძე (22.VI.1940, სამტრედიის რ-ნი, სოფ. გამოჩინებული), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1969) და ასპირანტურა შრომის ეკონ. სპეციალობით. მუშაობდა თსუ-ის მრეწვ. და სოფლის მეურნეობის ეკონ. კათედრაზე ასისტენტად, უფრ. მასწავლებლად (1972-1973). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „შრომის ამაღლების რეზერვები საქართვე­ლოს შალის მრეწველობაში“. იყო: შრომის ეკონ. კათედრის დოცენტი და ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1974-1978), მართვის საფუძვლებისა და მეწარ­მეო­ბის ეკონ. კათედრის დოცენტი (1979-1990). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„შრომის მწარმოებლუ­რობა და მისი ზრდის პრობლემები წარმოების ინტენსიფიკაციის პირობებში (თეორიისა და პრაქტიკის საკითხები)“ (1988). იყო ამავე კათედრის პროფესორი, ფაკ-ტის დეკანი (1991-2005). მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების კა­თედრის ასოცირებული პროფესორი (2006-2019). ამჟამად არის თსუ-ის გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2019-დან). გამოქვეყნებული აქვს 8 სახელმძღვანელო და 170-ზე მეტი სამეცნ. სტატია.

 თხზ.: პაიჭაძე, ნ. (2018). Aspects of Unemployment in Georgia. მოამბე ტ. 12, №3, გვ.133-139. თბ., საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად.; პაიჭაძე, ნ. (2019). ადამიანური რესურსების მართვა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; პაიჭაძე, ნ. (2000). შრომის ეკონომიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; პაიჭაძე, ნ. (2022). დასაქმების სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული უმუშევრობის მაჩვენებლები საქართველოში და მისი შემცირების გზები. ეკონომიკა და ბიზნესი, N 2. ტ. XIV. გვ.72-88. თბ., უნ-ტის გამ-ბა; პაიჭაძე, ნ. (2023). მოსაზრება მნიშვნელოვანი ტერმინების „Numan Resourse” და „,Human Kapital“-ის ქართული თარგმანისა და ბიზნესის ფაკულტეტის სახელწოდების მიზანშეწონილობაზე. ეკონომიკა და ბიზნესი, N 2. ტ. XV. გვ. 105-112. თბ., უნ-ტის გამ-ბა.